საზოგადოება
ქართველი კაცი, რომელმაც ორი ამერიკელი სიკვდილს გადაარჩინა
,,საზარელი საგზაო შემთხვევა, რომელიც დღეს, ამერიკაში მოხდა, ჩემების თვალწინ დატრიალდა… ჩემი ბიძაშვილი და მისი მეუღლე უშუალო მონაწილე გახდნენ… სიძემ, რომელმაც დაუფიქრებლად, ფაქტიურად გაწირა თავი, რომ გადაერჩინა ადამიანები, მან მართლაც შეძლო და ორი ამერიკის მკვიდრი მოქალაქე სიკვდილისგან იხსნა.
.
სამწუხაროდ, მესამის გადარჩენა ვეღარ მოასწრო. სამწუხაროდ, ის ცოცხლად დაიწვა…
Mi Kheil
შენ ხარ ყველაზე მამაცი და გმირი ადამიანი, რომელმაც სხვისი გადარჩენისთვის საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდე!!!!
მე ვამაყობ შენით და ვიცი, ბევრი ქართველი იამაყებს შენი ქართველობით!!!!!!” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მაია ბაჩანაშვილი და ამ ტრაგედიის ფოტო და ვიდეომასალას აქვეყნებს.