რელიგია

,,ვინც ნახევრადშიშვლები დადიან, მიწა ირწევა მათ ფეხქვეშ…”

“თუკი ქრისტიანებისთვის ტანსაცმლის ერთ-ერთი დანიშნულება ის არის, რომ დაიცვას საცდურისაგან როგორც საკუთარი თავი, ასევე სხვები, ახალი მოდები უპირატესად ამის საწინააღმდეგო მიზანს ისახავენ: ყურადღება მიაქციონ ადამიანის სხეულს და გამოიწვიონ ავხორცული გრძნობა. ისინი, ვინც ნახევრადშიშვლები დადიან და ამასთანავე ირწმუნებიან, რომ არ გრძნობენ ვნებას, თავს იტყუებენ. ისინი ჰგვანან მთვრალს, რომელიც ირწმუნება, რომ ფხიზელია – ეს მიწა ირწევა მის ფეხქვეშ. როდესაც ჩლუნგდება სირცხვილის გრძნობა, შორდება მადლი, ვნება ხდება განუწყვეტელი მდგომარეობა კაცისა და ის უკვე ვეღარ ხედავს მას (ვნებას), როგორც თევზი ვერ ხედავს წყალს, რომელშიც დაცურავს.

ხატებზე ანგელოზები თეთრ, გრძელ სამოსელში არიან გამოსახულნი, ხოლო დემონი – შიშველი, ნახშირივით შავი, რაც მადლის სრულ დაკარგვას ნიშნავს. განსაკუთრებით დაუშვებელია ნახევრადშიშველი დგომა ტაძარში, ღვთის წინაშე…

…უბიწოება არის ყოვლისმომცველი მცნება. ის უნდა იყოს ადამიანის შინაგანი მდგომარეობა და გამოვლინდეს გარეგანში. ქრისტიანი უბიწო უნდა იყოს ხალხის წინაშეც და მარტო ყოფნის დროსაც. უბიწოების გარეშე შეუძლებელია მადლის მოხვეჭა, ხოლო მადლის გარეშე – სიხარული ამ ქვეყანაზე და მარადიული ცხოვრება ზეცაში.”

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი), “სამოსლისა და უბიწოების შესახებ”.

Related Articles

Back to top button
Close