საზოგადოება

ცეცხლი სასაფლაოს მიუახლოვდა… _ ბორჯომში ხანძარი კვლავ მძვინვარებს!

ხანძარი მძვინვარებს არდაგანის სასაფლაოსთან. ცეცხლი მთის ქვედა ფერდობზე ჩამოვიდა და სასაფლაოს მიუახლოვდა. ადგილზე ამ წუთებში პრემიერმინისტრი და შსს მინისტრი მივიდნენ. მათ დავალებები გასცეს. მუშაობს 4 სახანძრო ბრიგადა, თუმცა დამატებით ძალასაც ელოდებიან.

ადგილზე დასახმარებლად უკვე მივიდნენ აზერბაიჯანელი მაშველები. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხანძარი, რომელიც ამ დროისთვის 2 კილომეტრით არის დაშორებული, სასაფლაომდე ნახევარ საათში მიაღწევს.

წყარო: imedinews.ge

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close