საზოგადოება

ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საზოგადოებების საბჭოს (CCBE) გერმანელი ადვოკატი – მარგარეტ ფონ გალენი უხელმძღვანელებს

2021 წლის 1 იანვრიდან ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საზოგადოებების საბჭოს (CCBE) გერმანელი ადვოკატი – მარგარეტ ფონ გალენი უხელმძღვანელებს.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ – დავით ასათიანმა, ამ მეტად მნიშვნელოვან თანამდებობაზე არჩევა მარგარეტ ფონ გალენს ოფიციალური წერილით მიულოცა, სადაც აღნიშნულია CCBE-ის მხარდაჭერის როლი და მნიშვნელობა საქართველოში ერთიანი, დამოუკიდებელი და ძლიერი ადვოკატურის მშენებლობის გზაზე.
საპასუხო წერილში მარგარეტ ფონ გალენმა ხაზი გაუსვა CCBE-ში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დელეგაციის როლსა და მასთან ღირებულ თანამშრომლობას.
.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close