საზოგადოება

,,ჩვენი საზოგადოება არაცნობიერად მიელტვის მოძალადესთან მეკავშირეობას, რადგან უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის უნარი არ გააჩნია”

ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი:

_ ადამიანებს, რომელთაც ნორმალური ყოფის, ნორმალური ურთიერთობების გამოცდილება აქვთ, არ უყვართ ჩაგვრა, ძალადობა, რადგან საკმარისად გაბრაზებული არ არიან კაცობრიობაზე და ვინმეს მოსპობა, გათელვა, არც ცნობიერ და არც არაცნობიერ კმაყოფილებას არ ჰგვრით. მსხვერპლის განადგურებაში არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ განზოგადებით დესტრუქციას ხედავენ ყოფის იმ მშვენიერი ალტერნატივისა, რომლისაც სწამთ და რისკენაც მიილტვიან. იმ საზოგადოებაში კი, სადაც მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა თავადაა დაუცველი მსხვერპლი, რადგან არ გააჩნია არანაირი უსაფრთხოების განცდა, – არც საზღვრის, არც სამედიცინო, არც მატერიალური, არც სამართლებრივი, არც საზოგადეოებრივი, მუდამ მზადაა მონაწილეობა მიიღოს მსხვერპლის განადგურებაში. ასეთი საზოგადოება არაცნობიერად მიელტვის მოძალადესთან მეკავშირეობას, რადგან უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის უნარი არ გააჩნია და თითქოს ამით ირიდებს მსხვერპლთან თვითიდენთიფიკაციის თვალხილულ საფრთხეს.
“ვინ გამლახავს მე!” – ანეკდოტი გამახსენდა, კაცი რომ არწივივით გადახედავს “ბირჟას”. მე გაგლახავო ერთმა. რა გქვია შენ? – ნოდარიო. ხოდა ამოიჩარა იმ არწივმა კაცმა ნოდარი იღლიაში და “ვინ გაგვლახავს მე და ნოდარის?!!” – დაუბრიალა თვალები “ბირჟას”.
ამ ანეკდოტის გაგრძელება რომ შეიძლებოდეს, ზრდასრულ საზოგადოებაში ნოდარი და “არწივი” ერთად გაილახებოდნენ, რადგან ბირჟაზე მეტი კაცი დგას, არაზრდასრულში მთელი ბირჟა ნოდარის და “არწივის” მხარეს გადალაგდებოდა, ერთი-ორი “სულელის” გარდა, რომელთაც შემდეგ ეს ძალამოკრებილი აგრესორები აუცილებლად დანაყავდნენ. დილა მშვიდობის, ნოდარის “მეგობარო”, სინამდვილეში დანაყულო საზოგადოება. მიყვარხართ თქვენ და თერაპევტის გულშემატკივრობით და მოთმინებით ველი, როდის გახდებით დიდი ბიჭები და გოგოები და ისწავლით ერთმანეთის სიბრალულს, საკუთარივე თავების, შვილების, ოჯახების არამოჩვენებითად, არამედ რეალურად გადასარჩენად

Related Articles

Back to top button
Close