საზოგადოება
ლელა წურწუმიას ავადმყოფობის გამო კონცერტი გადაიდო_მამულიჩა განცხადებას ავრცელებს

პროდიუსერი და ლელა წურწუმიას მეუღლე კახი მამულაშვილი ლელა წურწუმიას კონცერტის გადადებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
“ჩემო მეგობრებო, სამწუხაროდ ხვალინდელი კონცერტი, რომელიც ანშლაგით უნდა ჩატარებულიყო, ქუთაისში, რესტორან ამირანში, გადაიდება ორი კვირით და ჩატარდება 15 დეკემბერს, ლელას ავადმყოფობის გამო, საშინელი ვირუსი შეხვდა გასტროლზე, ყველანაირად ვეცადეთ ბოლო დღემდე ფეხზე დაგვეყენებინა, მაგრამ ამაოდ, ბოდიშს გიხდით ყველას და გელოდებით გელოდებით 15 ში,”- წერს კახი მამულაშვილი.