საზოგადოება

“ბევრგან შემხვდა შფოთვა იმის თაობაზე, რატომ აშუქებდნენ ჟურნალისტები სპეცოპერაციას…”

დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:

“ბევრგან შემხვდა შფოთვა იმის თაობაზე, რატომ აშუქებდნენ ჟურნალისტები სპეცოპერაციას, ამით ხომ ტერორისტების წისქვილზე ასხამდნენ წყალსო.

ჰოდა, რა მინდა ვთქვა ამის თაობაზე: წისქვილი და დოლაბი მე არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ სპეცოპერაცის მიმდინარეობის დეტალების გასაიდუმლოება უნდა უზრუნველყოს შესაბამისმა სახელმწიფო უწყებამ და არა ტელეკომპანიამ. უშიშროებამ უთხრა ჟურნალისტებს აქ ნუ იღებთო და ისინი მაინც შევარდნენ ოპერაციის ადგილზე კამერებით? თავისთავად ცხადია, რომ ჟურნალისტის ინტერესია ინფორმაციის მოძიება და გავრცელება. მათი შეზღუდვა კი, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ოპერაციას ვინც ატარებს, იმათი პასუხისმგებლობაა. მე ვიტყოდი, მოვალეობაც.

ის არგუმენტი, რომ უშიშროება ჟურნალისტების საქმიანობის შეზღუდვას მოერიდა იმ მოტივით, მერე ხელისუფლებას ანტიდემოკრატიულობა არ დააბრალონ და დასავლეთში არ ჩაუშვანო, სერიოზულად არ მიიღება და სასტიკად იქნება გაშაყირებული, როგორც პიტალო ქლივობა”, – წერს დავით ზურაბიშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close