სიღნაღის ამბები

,,შევეცადე, სპეკტაკლში რუსი ადამიანის ბუნება  მთელი სიმკაცრით დამეხატა”

,,50-მდე ადამიანი ტირილით ამოვიდა სცენაზე. გვეუბნებოდნენ, თუ ასეთები ცუდები ვჩანვართ თქვენს თვალში, გვაპატიეთო"

1872 წელს პეტერბურგიდან ჩამოსულმა სამმა სტუდენტმა ქიზიყში, ქალაქ სიღნაღში, სპეკტაკლის დადგმა და პეტერბურგში მიღებული გამოცდილების საქართველოში გადმოტანა გადაწყვიტა. სახლი, სადაც ისინი წარმოდგენებს მართავდნენ შემოკრებილ ახალგაზრდებთან ერთად, სიყვარულის ქალაქში ახლაც დგას. სიღნაღელ მაყურებელს პირველად სპეკტაკლი ერისთავის ,,გაყრა“ აჩვენეს, მაგრამ მათ სასცენო გამოსვლებს სისტემატური ხასიათი არ ჰქონია- თვეების და ზოგჯერ წლის გამოშვებითაც იმართებოდა სპეკტაკლები. სამი წლის შემდეგ თავად სიღნაღში მაცხოვრებლებმა გააგრძელეს ეს სასიკეთო საქმე და მნახველებისთვის ფასიანი გახადეს სპეკტაკლები. შემოსული თანხა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადაეცემოდა. მე-20 საუკუნეში სიღნაღის თეატრის სცენაზე ბევრმა კორიფე მსახიობმა ითამაშა. თეატრი როცა მომძლავრდა, ისინი გასტროლებს მიმდებარე სოფლებსა და ქალაქებში აწყობდნენ. პირველი გასტროლი სიღნაღიდან 10 კილომეტრში მდებარე ქალაქ წნორში ჰქონიათ.

ქალაქ წნორში, კომუნისტებმა, თავადი ვაჩნაძეების საფოსტო-საჯინიბო კულტურის სახლად გადააკეთეს და სპეკტაკლებიც იქ იმართებოდა. თეატრს შემდეგი გასვლა უფრო მოშორებით, სოფელ არხილოსკალოსა და თბილისში ჰქონია. გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან კი სიღნაღის თეატრის დასი გასცდა საქართველოს. სიღნაღის მუნიციპალური თეატრის დირექტორი, მთავარი რეჟისორი, მურად ვაშაკიძე 42 წელია ამ თეატრში მუშაობს:

        _ 1987 წელს ლატვიაში, ქალაქ მადონაში თეატრალური ფესტივალი გაიმართა, სადაც ჩვენი თეატრიც მიიწვიეს. ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებით- ,,ცა რომ სარკე იყოს“  წარვდექით მაყურებლის წინაშე. ფესტივალის ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ებრაელი ქალბატონი იყო. მას ლატვიელი რეჟისორისთვის უთქვამს, საოცარი სპეკტაკლი გვაჩვენეს ქართველებმა და თქვენს თეატრშიც მიიწვიეთო. შემდეგ რიგაში დავდგით დუმბაძის პიესა. დასრულების შემდეგ დარბაზში სასწაული დატრიალდა- წივილ-კივილი ატყდა, ტაში,  ყვავილების წვიმა. ვერ აღგიწერთ ისეთი ოვაციები გაგვიმართეს ლატვიელებმა. სხვათა შორი, მაყურებლის ძლიერი ემოცია ამ სპექტაკლს მუდამ თან ახლდა.

სპეკტაკლის სცენარი დრამატურგმა გურამ ბათიაშვილმა სპეციალურად ჩვენთვის დაწერა. წინასწარ ავუხსენი, რომ სცენარი აუცილებლად უნდა ყოფილიყო ბუმბაძის ნაწარმოებების: ,,ბოშები“, ,,მე ვხედავ მზეს“, ,,მე ბებია ილიკო და ილარიონის“ ნაწილისა და ,,მარადისობის კანონის“ ნაზავი. ამ პიესით მინდოდა გაგვეცა პასუხი კითხვაზე: ვინ ვართ ქართველები?

    _ მერე, გაეცით კითხვას  პასუხი?

_ ვინ ვართ ქართველები, ეს რომ გავარკვიოთ, უნდა მოვხვდეთ კრიტიკულ სიტუაციაში. მშვიდობის დროს ადამიანის ამოცნობა რთულია, მაგრამ ომში კაცის ბუნებას არაჩვეულებრივად მიხვდები. სპეკტაკლი ასე იწყება: პატარა ბავშვი გამორბის და იძახის: რა კარგი იქნებოდა, ცა რომ სარკე ყოფილიყოო. ამ დროს ქართველებს, მის თანასოფლელებს სძინავთ. როცა იღვიძებენ, იწყებენ ცეკვა-თამაშს და სცენაზე შემოდის სარდიონა. თანასოფლელი გააჩერებს და ეტყვის, რომ ომი დაიწყო. იდგმება ომის სცენა და ამ დროს ჩნდება უცნაურად ჩაცმული ადამიანი- თავზე ახურავს რომაელის ქუდი, გერმანელი ფაშისტების პერანგი აცვია, შარვალი ჯინსის აქვს, ფეხსაცმელი კი სპარტანელების- ჩუსტზე დახვეული შნურით… ერთი სიტყვით, ამ ადამიანის სამოსით ყველა დროის  ბოროტება ,,გავაცოცხლეთ“. მაყურებელი მუსიკით ხვდება, რომ ომი დაიწყო. სცენაზე გამოდიან ციგნები, რომლებიც იპარავენ ძროხას, გოჭს, ქვაბებს და ყველაფერს, რისი წაღებაც და მოპარვაც შესაძლებელია. ციგნებს პოლიცია იჭერს და ატყობინებს ხალხს, მოდით და წაიღეთ თქვენი საქონელი, თან ამოიცანით ქურდებიო. მიდიან  ოზურგეთელი ქართველები პოლიციის განყოფილებაში, შეეცოდებათ გისოსებში გამოკეტილი  ციგნები და პოლიციას ეუბნებიან, ამათ არ მოუპარავთ ჩვენი ნივთები, თავად ვაჩუქეთო. ამით ჩანს, რომ ქართველი შინაგანად მიმტევებელი ერია- ძნელბედობის პერიოდშიც თქვეს  მოპარული ნივთების დაბრუნებაზე უარი, სხვა რომ არ გაეუბედურებინათ. ასეთი უამრავი სცენაა, საიდანაც იკვეთება ქართველი ადამიანის ხასიათი. If hired, we’ll know you. We’ll prioritise space footage, location, bedrooms, and amenities when home searching. We offer numerous models to help you pick a home. Visit https://www.webuyhousesindelaware.com/sell-my-house-fast-brookside-de/.

სპეკტაკლის ფინალში, სცენაზე შემოდის გერმანელი ტყვე, რომელიც ამბობს, ჰიტლერ კაპუტო. ეგ ჩვენც ვიცით, გაზეთი წავიკითხეთო, პასუხობენ ქართველები. გერმანელი უყურებს კეცზე დადებულ  მჭადს, რომელიც ნასესხები ფქვილით გამოაცხო მამიდამ. ქალი დაიჭერს ფაშისტის მზერას, აიღებს მჭადს, აჭმევს და თან ეუბნება, ჭამე გერმანელო, ჭამეო. -მაგ გერმანელმა ხომ ჩვენები დახოცა, შენ ბოლო ლუკმას მას რატომ აჭმევო? – ეკითხება ძმისშვილი. ესეც ცოცხალი არსებააო, პასუხობს ქალი. მსოფლიოს 7 ქვეყანაში ვითამაშეთ ეს სპეკტაკლი და ბოლო სიუჟეტზე ყოველთვის ტაშით ინგრეოდა დარბაზი.

    _ გასტროლებით რამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი?

_ 33 ქვეყანა შემოივიარეთ. ვიყავით კანადაში, მექსიკაში, კუბაში, ჰოლანდიაში, არგენტინაში, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში, ჩეხოსლოვაკიაში, ბულგარეთში… ხშირად ჩვენი ,,საფირმო სპეკტაკლები“ მიგვაქვს. მაგალითად გურამ ბათიაშვილის ,,მოხეტიალე დასს“ მხოლოდ ჩვენი თეატრი თამაშობს. ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ვაჩვენეთ ,,სიკვდილი და ქალწული“.

1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, რუსმა რეჟისორმა, იური ბაბკოვმა ჩელიაბინსკში გამართულ ფესტივალზე სიღნაღის თეატრიც მიიწვია. უარი არ ვთქვით და წავედით. იქაც დავდგით სპეკტაკლი ,,ცა რომ სარკე იყოს“, რითაც გავხდით ლაურიატები. ამ ფესტივალზე ვითამაშეთ ჩემს მიერ შექმნილი პიესა  ,,ჩვენებურებიც“. ის გახლავთ დავით კლდიაშვილის ნაწარმოების, ,,ბაკულას ღორების“ და შალვა დადიანის ,,გუშინდელნის“ გაერთიანებული ვარიანტი. შევეცადე, ამ სპეკტაკლში რუსი ადამიანის ბუნება  მთელი სიმკაცრით დამეხატა. სპეკტაკლში არის მომენტი, როცა რუსი ქალს აუპატიურებს. ამით მივანიშნე მათ, აი, ამიტომ ხართ ჩამოსული საქართველოში და  სხვა არაფრისთვის მეთქი. ყოველი სიუჟეტის დასრულების შემდეგ, სამი ბავშვი დადიოდა სცენაზე და ,,გასპოდ პამილუის“ მღეროდა. სპეკტაკლი შავსა და თეთრ ფერებში იყო წარმოდგენილი, რაც იმას ნიშნავდა, რომ საქართველოში, რუსეთთან დაკავშირების შემდეგ, ფერადი ცხოვრება აღარ არსებობდა და ყველაფერი შავ და თეთრ ფერებში იყო.  სპეკტაკლში შავი სამოსი ქართველებს აცვიათ, თეთრი – რუსებს. სცენის უკანა ფარდაზე ჩამოკიდებულია საქართველოს ყველა კუთხის დროშა, რომლებსაც რუსების მიერ ხაზი აქვს გადასმული. რუსეთის იმპერიის დროშა კი სცენის შემოსასვლელთან ფრიალებს.

  ცხადია, ბაბკოვმა წინასწარ იცოდა ამ სპეკტაკლის შინაარსი, მაგრამ მის გატანაზე უარი მაინც არ უთქვამს. მას დაწყებამდე შევუთანხმდით, თეატრის უკანა კართან უნდა გაჩერებულიყო ავტობუსი. თუ დარბაზში ექსცესებს ექნებოდა ადგილი, მე და ჩემი მსახიობები უცებ გავეცლებოდით იქაურობას. სპეკტაკლის შინაარსიდან გამომდინარე, რუსი მაყურებლისგან მკვეთრად უარყოფით რეაქციას ველოდებოდით, მაგრამ სრულიად საპირისპირო რამ მოხდა. გაუპატიურების სცენა დასრულებული არ იყო, რომ დარბაზიდან გავიგონეთ- ,,ბრავოოოო, ბრავოოოო“ და დაიწყო მქუხარე ტაში. რამდენჯერმე გაგვიყვანეს ,,პაკლონზე“. მერე 50-მდე ადამიანი ტირილ-ტირილით ამოვიდა სცენაზე. გვეუბნებოდნენ, თუ ასეთები ცუდები ვჩანვართ თქვენს თვალში, გვაპატიეთო. ერთმა ქალბატონმა გვითხრა, სპეკტაკლი მომეწონა, მაგრამ არ მესიამოვნა. ეს თუ სიმართლეა, შეგვინდეთ ცოდვებიო. მაყურებელმა ავტობუსამდე ტირილით მიგვაცილა. ცხადია, დარბაზში და ჟიურიში იყვნენ ისეთებიც, რომელთაც არ მოეწონათ ჩვენი თეატრალური სითამამე და ლაურიატობაც გაგვიპროტესტეს, მაგრამ ისინი უმცირესობაში აღმოჩნდნენ და ვერაფერს გახდნენ.

1988 წელს კანადაში პირველად ვიყავით გასტროლებზე. სპეკტაკლი ,,ცა რომ სარკე იყოს“ წარვადგინეთ. ისე მოვეწონეთ კანადელებს, ამის შემდეგ, კიდევ სამჯერ მიგვიწვიეს თავისთან. ახლაც მივიღეთ მოწვევა მათგან და 2024 წელს მეხუთედ ვაპირებთ კანადის სცენაზე თამაშს. პირველი კანადური ვოიაჟის წინ, მოსკოვიდან ჩამოვიდა იმპრესარიო, რომელმაც სსრ კავშირის თეატრები შემოიარა და ყველას სპეკტაკლი ნახა. ცხადია, ჩვენც გვესტუმრა. ექვსი თვის შემდეგ კი, მხოლოდ ჩვენ მივიღეთ უფლება კანადაში გასამგზავრებლად. მე და გურამ ბათიაშვილს ღამეები არ გვეძინა. ვნერვიულობდით, მიხვდებოდა კი კანადელი მაყურებელი  სპეკტაკლის ჩანაფიქრს და აღიქვამდა სწორად 1941 წლის ომისდროინდელი მოვლენების  ჩვენეულად გაშუქებას? თუმცა ამას ვინღა დაეძებდა, როცა გავიგეთ, რომ კანადის ფესტივალზე ინგლისის დედოფალი ელისაბედი მობრძანდებოდა პრინცესა დიანასთან ერთად. გვითხრეს, დედოფალს სურს, საკუთარი დაბადების დღეს სპეკტაკს დაესწროსო. იმპრესარიოს ჩვენი თამაშის ნახვა ურჩევია მათი მსახურებისთვის.  სპეკტაკლისთვის ვემზადებოდით, როცა დაიძახეს, ყველანი ადგილებზე დარჩით, დედოფლის დაცვას შემოვლა აქვსო. სამი ადამიანი შემოვიდა ძაღლით, მოიარეს სცენა, შემდეგ დარბაზი და წავიდნენ. დედოფალი დარბაზის მეხუთე რიგში დასვეს, გვერდით დიანა მიუჯდა, მეორე მხარეს კი სამეფო კარის წარმომადგენელი.

სპეკტაკლი ისე იყო გაკეთებული, უცხოელებს ენის არცოდნის გამო, შინაარსის აღქმა არ უნდა გასჭირვებოდათ. მიჩვეულები ვიყავით, ამ სპეკტაკლის 11 ადგილზე მაყურებლის ტაში უნდა ყოფილიყო. ყველაფერს გეფიცებით, რაზეც ქართველები, რუსები და სსრკ-ს ქვეყნების ხალხები უკრავდნენ ტაშს, კანადელებმაც სწორედ იმ ეპიზოდების დასრულების დროს დაუკრეს ტაში. შუქი რომ აინთო ყველამ დავინახეთ დედოფალისა და დიანას გაბრწყინებული სახეები და დავმშვიდდით. მადლობის სათქმელად სცენაზე გასვლის დროს,  დიანა ტაშით მივიდა მსახიობებთან-სოფიკო ლეკიშვილთან, მედეა სულხანიშვილთან და მათ ხელის შეხებით სინჯავდა.  ასე გვაგრძნობინა,  ნუთუ ჩვეულებრივი მსახიობები ხართ, ასე კარგად როგორ ითამაშეთო? შემდეგ დიანა სცენაზე ამოვიდა და ჩვენთან ერთად ფოტო გადაიღო.

თამაზ ბიბილურის სპეკტაკლს, ,,მთვარიანი ღამის სტუმრებს“  სახელი შევუცვალე და ,,ვიღაცა გვეძახის“  დავარქვი. სპეკტაკლის შინაარსი ასეთია: ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის ვეძახით, მაგრამ ერთმანეთის არ გვესმის, ამიტომაც მარტონი ვართ. ამ სპეკტაკლით იტალიაში ვიყავით გასტროლებზე.  ერთი ქალი დარბაზის მეორე თუ მესამე რიგში იჯდა და მთელი სპეკტაკლის განმავლობაში ტიროდა. როცა დავასრულეთ გამოსვლა, ჩავედი  მასთან და ტირილის მიზეზი ვკითხე. მიპასუხა რომ ასეთი ყოფითი და სიმართლიანი სპეკტაკლი არასდროს უნახავთ. გამიმხილა, რასაც დიდი ხანია თავად ვგრძნობ, თქვენ სცენაზე გადავიტანეთო.

          _ როგორც ვიცი, ახლახანს ჩამოხვედით მორიგი გასტროლიდან. სად იყავით და ამჯერად რა წარუდგინეთ უცხოელ მაყურებელს?

_ რამდენიმე კვირის წინ ვიყავით ჟენევასა და ციურიხში, თეატრ ,,გელოეს“ მიწვევით. მათ პირველად ესპანეთში გასტროლების დროს შევხვდით, ჩვენი თამაში მოეწონათ და თავისთან დაგვპატიჟეს. ამჯერად წარვსდექით სპეკტაკლით – ,,მოხეტიალე დასი“, სადაც ბერიკებზე და გოგოსა და ბიჭის სიყვარულზეა აგებული მოქმედებები. შინაარსიც საინტერესოა: როგორ ჩნდებოდა საქართველოში ბავშვი და ქალსა და მამაკაცს როგორ უყვარდათ ჩვენს ქვეყანაში ერთმანეთი ან როგორ ეტრფოდნენ ერთურთს. კანადაში ამ სპეკტაკს შექსპირის ,,რომეო და ჯულიეტას“ ქართული ვარიანტიც უწოდეს. ჟიურის თავმჯდომარემ დაწერა: პირველად ვნახე სპეკტაკლში რომეო და ჯულიეტას დონის, ეროვნული კუთხით გადაწყვეტილი სიყვარულიო.

სიმღერას ,,მზე შინა და მზე გარეთა, მზევ, შინ შემოდიო…“  ჩვენი შორეული წინაპრები ჯერ კიდევ მაშინ მღეროდნენ, როცა მზეს სცემდნენ თაყვანს და ქრისტიანობა შემოსული არ იყო. სპეკტაკლშიც უძველესი დროა- ახალშობილი მიჰყავთ დიდბატონთან ანუ მამასთან, შემდეგ კი ზემოთ სწევენ და მზეს აჩვენებენ. მერე გაჰყავთ და ხალხი გზას ულოცავს… ამ სცენამ საოცრად იმოქმედა მაყურებელზე.

სპეკტაკლში ისიც არის ნაჩვენები, როგორ იცავდნენ ქართველები სამშობლოს და იხოცებოდნენ მისთვის. სპეკტაკლში არის ასეთი სიუჟეტი- ქორწილია, ხმლების ხეივანში ატარებენ ნეფე-პატარძალს და ამ დროს ციხის გოდოლზე ცეცხლს  შენიშნავენ… დედა აძლევს ხმალს ვაჟიშვილს, რომელმაც ესესაა ცოლი შეირთო, ლოცავს და ომში უშვებს. ცხენზე ამხედრებული ვაჟკაცი თანატოლებს შეუძახებს, მომყევითო და იწყება ომის სცენა. ბოლოს დედა ომში განგმირულ ჭაბუკებს შორის დადის და შვილს ეძებს, გარდაცვლილს ნახულობს და იწყებს გოდებას: ,,ლურჯი წყალი მოდიოდა, ნეტავ დედავ რაო… შვილოოო…“ და შემდეგ კივის. დედის როლის შემსრულებელ გოგონას, ნანა ბუკიას, კანადაში ჯილდოც გადასცეს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

სპეკტაკლში უამრავი ხალხური სიმღერა სრულდება ფანდურისა და დოლის თანხლებით. სპეკტაკლის შემდეგ  მაყურებლის 70 პროცენტი დარბაზში დარჩა. თავდაპირველად ვერ მივხვდით რა ხდებოდა, მაგრამ მერე კაცი გამოგვიგზავნეს, იქნებ კიდევ ერთი ქართული ხალხური სიმღერა გვიმღეროთო. მრავალხმიანმა სიმღერებმა გააოცათ. ცდილობდნენ ამოეცნოთ, რამდენი ხმა მღეროდა ერთად.

წელს დაგეგმილი გვაქვს გასტროლები იერუსალიმში. იქაც ,,მოხეტიალე დასს“ ჩავიტანთ და ქართველ ებრაელებს წარვუდგენთ.

ნელი ვარდიაშვილი

.

.

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close