სამართალი და კრიმინალი

16 ჭრილობა და 16-წლიანი პატიმრობა_ცოლის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

რუსთავის საქალაქო სასამართლომ, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ხ.ნ. დამნაშავედ ცნო. პირს, რომელმაც მეუღლეს დანით 16 ჭრილობა მიაყენა, 16 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 (თექვსმეტი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ხ.ნ.-ს ბრალი ედებოდა მასში, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე, დანის მრავალჯერადი დარტყმით მეუღლეს, ე.გ.-ს თექვსმეტი დაზიანება მიაყენა სხეულის სხვადასხვა ადგილებში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ, თუმცა სასამართლომ შეაფასა რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დადასტურებულად მიიჩნია, რომ ხ.ნ.-ს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედებების მართლწინააღმდეგობა, ეჭვიანობის ნიადაგზე შურისძიების მოტივით სურდა ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა სისასტიკით, ითვალისწინებდა შედეგებს და შეგნებულად უშვებდა მას, შესაბამისად სასამართლომ ხ.ნ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში.

სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close