საზოგადოება

,,თურქეთში ისე ჩავიდნენ, მხოლოდ რეანომობილის თანხა ჰქონდათ…” – ,,დედების ფონდი” ბარბარეს გადარჩენას ცდილობს

მამა პანტელეიმონის მეუღლეს, 27 წლის ბარბარეს დაუდგინდა უმძიმესი დაავადება – ხერხემლის სიმსივნე მე-4 სტადია. ქართველი ექიმები ბარბარეს დაავადებას ვერ ებრძვიან, რის გამოც ოჯახმა ის თურქეთის კლინიკაში რეანომობილით გადაიყვანა.

„მას შემდეგ, რაც თურქეთში ბარბარეს ანალიზები გაიგზავნა, კლინიკამ პაციენტის სასწრაფოდ გადაყვანა მოითხოვა – არცერთი წუთი არ დაკარგოთო. თურქეთში ჩავიდნენ, თუმცა უკაპიკოდ, მხოლოდ რეანომობილის თანხა ჰქონდათ, იქ მკურნალობა კი წარმოუდგენელ თანხებს უკავშირდება,“ _ ამბობს ,,დედების ფონდი:-ს დამფუძნებელი, ვიოლეტა ჩიმჩიური. ,,დედების ფონდმა” ბარბარეს დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარა, ბილეთებიდან შემოსული თანხა კი ბარბარეს გამოჯანმრთელებას მოხმარდება. ამავე საღამოს, ,,დედების ფონდს” შემოუერთდა ბრიტანულ-ქართული მუსიკის აკადემია, რომელმაც გამოთქვა სურვილი, რომ იქნება ,,დედების ფონდის” მუდმივი შემომწირველი.

მუსიკის აკადემიის მიერ გამომუშავებული თანხის ნაწილი ყოველთვიურად ჩაირიცხება ფონდში და მოხმარდება სხვადასხვა ბენეფიციარებს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close