საზოგადოება

,,ჩემი ცოლის დაქალები”-ს ბოლო სერიამ საზოგადოება შეურაცხყოფილი დატოვა”

ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი თევზაძე ავრცელებს საგანგებო განცხადებას და საქართველოს საპატრიარქოს სთხოვს, მოახდინოს მყისიერი რეაგირება ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის სერიალში – ,,ჩემი ცოლის დაქალები” სამღვდელობასთან დაკავშირებული მონაკვეთის გამო. განცხადებაში აღნიშნულია:

„სამწუხაროდ, პირველი შემთხვევა არაა, როდესაც გვიწევს კრიტიკა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის სერიალის „ჩემი ცოლის დაქალები“ სცენართან დაკავშირებით. ერთ–ერთმა ბოლო სერიამ ალბათ საზოგადოებას დაუტოვა შენიღბული სახით ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ შეურაცხყოფის განცდა. დაუშვებლად მიგვაჩნია ასეთ სენსიტიური თემით მანიპულირება ტელეკომპანიისა და მისი გადაცემების რეკლამირებისათვის. მსგავსი მიდგომები ნებსით თუ უნებლიედ ეხება მართლმადიდებელი საზოგადოების ღირებულებებს.

მივმართავთ საქართველოს საპატრირაქოს, დააფიქსიროს თავისი პოზიცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენი პოზიცია არ ეხება კომპანიის სარედაქციო პოლიტიკას, ჩვენი ღია წერილის დანიშნულებაა, საზოგადოებისა და ტელეკომპანიის ყურადღება შევაჩეროთ იმ საკითხებზე, რომელიც შეიძლება შეეხოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ღირსებას და ღირებულებებს. მსგავსი პრეცედენტის განმეორების შემთხვევაში, ოფიციალური წერილით მივმართავთ მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოვთხოვთ სათანადო რეაგირებას.

ასევე, გავაგრძელებთ აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებრივ მონიტორინგს, რომლის შედეგები გასაჯაროვდება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close