როგორ დაიღუპა გოგო, რომელსაც კესანები უყვარდა
,,მთელი სიღნაღის მუნიციპალიტეტი ტირის, ეკა, ჩვენო ცისფერთვალა გოგო..."

სიღნაღში, 26 მაისის ღონისძიების დროს, მოულოდნელად გარდაიცვალა სიღნაღის მერიის ადმინისტრაციის უფროსი, ეკა გულიაშვილი. ცისფერთვალება, ლამაზი გოგო პროფესიით ჟურნალისტი იყო და გარკვეული პერიოდი ,,სპექტრში” მუშაობდა. შემდეგ სიღნაღის მერიაში პრესამსახურს ხელმძღვანელობდა, საიდანაც ადმინისტრაციის უფროსად დანიშნეს. დედისერთა ეკა, სიღნაღიდან სოფელ ანაგაში გათხოვდა. მას და მის მეუღლეს, ერთი ვაჟიშვილი ჰყავთ- დათუნა.
ეკას მეგობრები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში იგი ხშირად ავადმყოფობდა- გულის პრობლემები ჰქონდა და სტენდიც ჩაუდგეს. პანდემიის დროს ორჯერ აიცრა, რის შემდეგაც თავბრუსხვევები დაეწყო. ხშირად ამბობდა თურმე, ნეტავ, არ ავცრილიყავი, მას მერე ჯანმრთელობა ვეღარ დავიბრუნეო. დედაც ავად ჰყავდა და მასზე უფრო ძალიან წუხდაო. ეკა საკუთარ ფეისბუქგვერდზეც აქვეყნებდა სევდიან და ავადმყოფობასთან დაკავშირებულ ამბებს. ,,თუ ადრე თბილისში სპექტაკლის, კონცერტის ან ახალი გამოფენის სანახავად მივდიოდი, უკვე რახანია მგზავრობის დანიშნულება შეიცვალა და დედაქალაქს, ძირითადად, ექიმთან ვიზიტისას( ჩემი ან დედაჩემის) ვსტუმრობთ. ეს პროცესიც რაღაც რიტუალივით იქცა და ყველა ჯერზე პატარა თავგადასავალივით მრჩება. ჩემი და დედას რანდევუ, ტრადიციულად, ისანში შედგა და კლინიკამდე კითხვა-კითხვით მივედით. შუქი არ არის, გენერატორია ჩართულიო. უზარმაზარ გენერატორს უფრო უზარმაზარი ხმა ჰქონდა (იმხელა, რომ მგონი დედას წამიერად მოეხსნა ის პრობლემა, რის გამოც მივედით). მოკლედ, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, ასათიანზე გაგვიშვეს, საგიჟეთი რომ იყო, იქ მიხვალთო
მე, რომელიც ძალიან ცუდად ვიმახსოვრებ გზებს, ამ საქმეში ჩემზე უარეს დედაჩემს, ამაყად განვუცხადე, იქ მისვლას რა უნდა მეთქი და ჯერ მირიანს, შემდეგ, მეტი დამაჯერებლობისთვის, ვაჟაზე დაბადებულ- გაზრდილ ახლობელს დავურეკე და ასე სასურველ შენობამდეც მივედით.



















,,ვიზიარებ მარიკას და კუკურის,სიღნაღის დიდ მწუხარებას.







_ წერენ სიღნაღელები.