საზოგადოება

სასწრაფოს ექიმებმა, აქციის დროს, ბავშვი მრავალსართულიანი შენობიდან გადმოვარდნას გადაარჩინეს

,,ვაიმეეებავ, ბავშვი გამოდის აივანზე, დაუძახეთ, პატრონი არ ჰყავს?!"

 დღეს, სასწრაფოს ექიმების აქციის პირდაპირი ეთერი მიმყავდა, როცა მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლის დაახლოებით მე-10-12 სართულის რიკულებიდან ალბათ 2 წლამდე ბავშვი გამოძვრა და მთელი ტანით მოექცა აივანს გარეთ.
კამერა არ მივატრიალე აივნისკენ, რადგან იმ მომენტში ვერავინ იტყოდა, რომ ბავშვი არ გადმოვარდებოდა და ამას პირდაპირ ეთერში ვერ ვაჩვენებდი.
აქციის მონაწილეების ყვირილის შემდეგ, ბავშვი ისევ თვითონ შეძვრა რიკულებში და შევიდა სახლში.
რომ არა ამ ხალხის ყვირილი, არც მინდა წარმოდგენა, რა მოხდებოდა.
პ.ს. აივანი მთლიანად გისოსებში იჯდა, მაგრამ ისეთ გისოსებში, საიდანაც ბავშვი მთელი ტანით გამოეტია.” წერს ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი და ამ ფაქტის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close