სიღნაღის ამბები

,,სიღნაღის მუნიციპალიტეტი უმართავია, მერმა ყველაფერი გაყინა, მხოლოდ მოსაჩვენებლად იღებს სურათებს და დებს fb-ზე”

სიღნაღის მერის, გოგი გოგილაშვილის გარშემო ატეხილ მორიგ სკანდალთან დაკავშირებულ სტატიას, რომელიც euronews.ge -მ გამოაქვეყნა, საინტერესო გამოხმაურება მოჰყვა. სტატიის კომენტარებში ნათლად არის ასახული, რა მდგომარეობაა სინამდვილეში სიღნაღის მუნიციპალიტეტში. საინტერესოდ მივიჩნიეთ  სტატიის კომენტარი, რომელიც სიღნაღის მერის მიერ გათავისუფლებული, ბოდბის ყოფილი რწმუნებულის, ბაჩუკი კოჭლამაზაშვილის მეუღლეს, ნინო ლაზარიაშვილს ეკუთვნის. ეს ის რწმუნებულია, რომელსაც, ტვ პირველის სიუჟეტიდან მერის ცემა დაბრალდა. თუმცა, სიღნაღის მერიის მოგვიანებით გამოქვეყნებულ განცხდებაში წერია, რომ აღნიშნული ფაქტი სინამდვილეს არ შეეფერება.

აი, რას წერს გათავისუფლებული სოფლის რწმუნებულის მეუღლე სოციალურ ქსელში.

ნინო ლაზარიაშვილი:

,,ბატონი გოგი, რომელსაც მთელ რაიონში უკვე ბედოვლათ და ბოღმა გოგიას ეძახიან, 2012 წლამდე იყო აქტიური ნაცი თავისი ოჯახით. როგორც ცნობილია, ბუნებაში არ არსებობს ყოფილი ნაცი. 2010 წლის არჩევნებში ის სიღნაღის #1 უბანზე იყო კომისიის მდივანი (ეს საჯარო ინფორმაციაა და ყველას შეუძლია, ნახოს). ასე, რომ ვინ ყოფილა ოცნებას ამოფარებული, თქვენ განსაჯეთ…

მე და ჩემი მეუღლე (ბოდბის ყოფილი რწმუნებული ბაჩუკი კოჭლამაზაშვილი) 2004 წლიდან ვებრძვით ნაცისტებს, ვართ პარტიის წევრები (გოგია 2 წელი მერად უზით და ოცნების წევრობასაც კი არ კადრულობს), ყრილობის დელეგატები, ბაჩუკი პარტიის ბიუროს წევრიცაა. 2012 წლიდან დღემდე არცერტი არჩევნები არ წაუგია ბოდბეს, ჩვენი მოგება ყოველთვის ფარავდა სხვა 2-3 სოფლის წაგებას, არასოდეს არცერთი საყვედური კი არა, უბრალო შენიშვნაც არ მიუღია. ეს არის მიზანმიმართული ბრძოლა, დიდი შეტევა განსაკუთრებით ძველ მებრძოლებზე ოცნებაში შემომძვრალი ნაძირლების მხრიდან. საინტერესოა, ვისი დავალებით მოქმედებს სიღნაღის უღირსი მერი? ჩვენ, მთელი ოჯახი გავწირეთ იმ დაწყევლილ წლებში, ჩემი შვილები მაშინ აბიტურიენტები იყვნენ, მიატოვეს იმ ზაფხულს მომზადება და ახალგაზრდულ ფრთაში ჩაებნენ.ათასი უბედურება და ზეწოლა გადავიტანეთ.

მე, პირადად, უკანა მხრის სკოლებში ერთად-ერთი მასწავლებელი ვიყავი, რომელიც ხმას ვიღებდი, სკოლიდან ჩატენილი მარშუტკები მიჰყავდათ იმ დორბლიან მიშას შესახვედრად, მიშას ძახილით ხმის იოგები ჩაწყვეტილი ჰქონდათ. დირექტორის და მაშინდელი რესურს ცენტრის ხელმძღვანელების მხრიდან ყოველთვის უდიდესი ზეწოლა მქონდა. ნუთუ პარტიამ ასე უნდა გაწიროს თავისი ერთგული მებრძოლები?! ჩამოვიდეს ვინმე, მოგვისმინონ, ნუ იჯერებენ ბინძურ ჭორებს, რომლებიც განზრახ არის მოგონილი და ახლა ფეიქ-მედიასაშუალებები ჩარტეს ამავე მედიებთან ჩახუტებულმა მერმა და მისმა გარემოცვამ (მატ შორის მერთან მომუშავე ბოდბელმა მაფიოზებმა).

ვთხოვ ბატონ ბიძინას, მიხედეთ სიღნაღის მერიას, კორუმპირებულ მერს და მის გარემოცვას, არჩევნებამდე მოაშორეთ ეს არაფრისმაქნისი, გაწმინდეთ რაიონი. არჩევნებია მოსაგები, ნუ დავუშვებთ ბოროტი ძალის უკან შემობრუნებას. რაიონი უმართავია, მერმა ყველაფერი გაყინა, მხოლოდ მოსაჩვენებლად იღებს სურათებს, დებს ფაცებოოკ-ზე, ვითომ რამის მაქნისია. სოფლის რწმუნებულები უკვე თავისი განცხადებებით მიდიან იმიტომ, რომ მოსახლეობის პრეტენზიებს და მოთხოვნებს პასუხს ვერ სცემენ თანხების უქონლობოს გამო, იმ თანხების, რომელსაც ჭამს და ფლანგავს მერი (იწყობს პირად კეთილდგეობას, თბილისში ყიდულობს ბინებს და ა.შ.) გამცეს მერმა პასუხი! რისტვის ისჯება სოფლისთვის თავგადაკლული რწმუნებული, პარტია,,ქართული ოცნების ” და პარტიის ბიუროს წევრი?????”

Related Articles

Back to top button
Close