საზოგადოება

,,საკუთარი წარსული დაივიწყეთ და ნამოქმედარი, სხვის თვალში კი ბეწვსაც ამჩნევთ…”

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი სოციალურ ქსელში  ,,მთავბარის” ჟურნალისტს,  ნანუკა ჟორჟოლიანს მიმართავს.

,,ძვირფასო ნანუკა, დღეს კი დავწერე ვრცელი პოსტი. აქ ყველაფერია ნათქვამი. ჩემს პასუხსაც აქვე ამოიკითხავთ.

??? ახლა ის დრო მოვიდა ტრადიციებს, რწმენას რომ დასცინიან და ფეხქვეშ იგებენ…რაიმე ადამიანური თუ გაქვს შემორჩენილი ამ სიბინძურეში გულუბრყვილობის ან გულწრფელობის სახით, პროვინციალიზმს და სამარცხვინოობას უწოდებენ…ძალაუფლების დაბრუნების ისტერიული ჟინით შეპყრობილები, ცილისწამებას და ტალახის ნაცვლად – ნეხვის სროლას აღარ რიდობენ უდანაშაულო ადამიანებისთვის…შემოვიკრა თავზე ხელი, შექსპირივით 66-ე სონეტის ენით სიკვდილს რომ ნატრობს თუ ვინატრო ,, რაღაც სხვა” ტერენტივით.. .ამრია და გადამირია გონება ამ დაუსრულებელმა უსამართლობამ, ქაოსმა…დღეს 7 ნოემბერია, რამხელა ბოროტების მომწყობნი და შემომქმედნი, ურცხვად აგრძელებენ ძალადობრივ შემოქმედებას, აქ უფრო დაუნდობლობა იყო, სიცივე, შიში, უპატრონობა…რომელიც გზარავს და რომელიც წარსულში უნდა დაგვეგდო გველის პერანგივით. რაღას ათრევთ და დაატარებთ ამ დამპალ, აყროლებულ პერანგს და მას ზედ კიდევ უმატებთ ათასგვარ მყრალ ნარჩენებს? სუნთქვა და არსებობა გვინდა ბოლოს და ბოლოს, ბევრ დროს ვკარგავთ თქვენი სიბინძურის წმენდაში, არადა რამდენია საკეთებელი…

ჰეი, თქვენ ვინ გეკითხებათ როგორ და რატომ გვწამს ან გვჯერა სასწაულების? ვინ გიბოძა განსჯის უფლება ჩემთვის რამდენიმე მოვლენის დამთხვევა უფლის ნიშანი და სასწაულია თუ მხოლოდ თვითმფრინავის კვამლი? იცით თუ არა, რომ ჩვენი პატრიარქი ჩვენთვის ქართველობის სისხლიანი წარსულის, უფლის რწმენის, ერთიანობის, ერთმანეთის დანდობის, სიყვარულის და ადამიანობის სიმბოლოა, თქვენ ვინ მოგცათ უფლება შეეხოთ ჩვენს მეს და მომავალს? საკუთარი წარსული დაივიწყეთ და ნამოქმედარი, სხვის თვალში კი ბეწვსაც ამჩნევთ, მითხარით რატომ უნდა მჯეროდეს თქვენი?

და ბოლოს, „თუ ცოდვის ჩამდენი ღირსია სასამართლოსი, დაე, იგი იმან გაასამართლოს, ვისაც მსგავსი არაფერი აქვს ჩადენილი, და არა შენ. სხვები არ უნდა განსაჯოს იმან, ვისაც იგივე და უარეს დანაშაულში მიუძღვის ბრალი.” წმ. გრიგოლ ნოსელი.

#შეჩერდიბოროტება

Related Articles

Back to top button
Close