საზოგადოება

კორონავირუსით დაავადებულთან კონტაქტში მყოფ პირებს ეძებენ _ გუშინ ჩამოფრინდა იტალიიდან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის მეორე შემთხვევა იტალიიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეს გამოუვლინდა. გამყრელიძის თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ამ პირთან კონტაქტში მყოფი პირების მოძიება:

“მიმდინარეობს კონტაქტების ძიება, იყო უსიმპტომო ეს ადამიანი, სიმპტომები გამოვლინდა გუშინ, მას ჰქონდა ინფორმაცია მიწოდებული საზღვარზე და მან თვითდინებით მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. იტალიის რეისი ქუთაისის აეროპორტში მოფრინდა. გუშინ მოთავსდა და გუშინვე ჩაუტარდა გამოკვლევა. ასაკის მიხედვით, ეს ადამიანი რისკ-ჯგუფში არ შედის, მისი უახლოესი ადამიანი იმყოფება კარანტინში, ის გამოკვლეულია და უარყოფითია”-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Related Articles

Back to top button
Close