პოლიტიკა

,,პრეზიდენტმა პოროშენკომ ჩემი საქართველოში ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო”

პრეზიდენტმა პოროშენკომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული ტელეკომპანია news one-ს ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, მიუხედავად დასავლელი დიპლომატების მკაცრი გაფრთხილებისა, უკრაინის პრეზიდენტი უკვე მოელაპარაკა საქართველოს ხელისუფლებას და რამდენიმე დღეში მისი დაკავება და ექსტრადირება იგეგმება.

მან მომხრეებს პრეზიდენტის იმპიჩმენტისა და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდა. მიხეილ სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე მისვლას გეგმავს.

„როგორც ვხვდები პრეზიდენტმა პოროშენკომ, მიუხედავად დასავლელი დიპლომატების მკაცრი გაფრთხილებისა, ჩემი ქვეყნიდან გაძევების და საქართველოში ექსტრადირების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. ის მოელაპარაკა საქართველოს ოლიგარქიულ ხელისუფლებას და რამდენიმე დღეში ჩემს დაკავებასა და ექსტრადიციას გეგმავენ. საქართველოში ცრუ ბრალდებების საფუძველზე, რომელიც პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლების გამოყენებას ეხება, უახლოეს 3-4 დღეში გამოიტანენ განაჩენს.

უკრაინის იუსტიციის სამინისტრო კი ამზადებს დოკუმენტაციას, რომ ჩემი თავიდან მოშორება არა გენერალური პროკურატურის, არამედ იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით განხორციელდეს. სავარაუდოდ, მე ქვეყანაში აღარ ვიქნები რადგან აქედან რომელიმე ქართულ ციხეში გადამიყვანენ, მაგრამ ხალხი მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე ხელისუფლების შეცვლის და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით მაინც უნდა გამოვიდეს”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close