სიღნაღის ამბები

,,საჭმელი გვიჭის ძალიან… ცარიელი პურიც კი სანატრელი გვაქვს”_ სამ შშმ პირ ქალს საჭმელი ენატრება

,,ხელისუფლებისგან მივიწყებული სამქალიანი ოჯახი სოფელ ბოდბისხევიდან"

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში ცხოვრობს სამსულიანი ოჯახი, რომლის სამივე წევრი ქალი, შშმ პირია და უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. მათ სიღარიბის სოციალური პროგრამით განკუთვნილი დახმარება ორი წლის წინ შეუწყვიტეს და მას შემდეგ სამართლიანობის აღდგენა ვერ მოუხერხებიათ. იქნებ უყუროთ მათ ყოფას ამ ვიდეოსიუჟეტში და როგორც შეძლებთ, ისე დაეხმაროთ.

კიდევ ერთი სიუჟეტი ამ ოჯახის უბედურებაზე ზაფხულში მოვამზადე. ვფიქრობდი, ხელისუფლება ყურებს გამოიბერტყავდა და დაეხმარებოდა, მაგრამ როგორც თავად მითხრეს, სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი გზაზე დახვდათ და რატომ იტყუებითო, უსაყვედურათ. არადა, ფაქტი სახეზეა, ოჯახი უკიდურესი გაჭირვების ზღვარზეა…

ნელი ვარდიაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close