საზოგადოება

,,კარგია, ახლა მაინც თუ იფიქრებენ მოღალატე პოლიტიკოსები, რომ შეიძლება, ხალხმა პასუხი მოსთხოვოთ”

,,კარგია, თუ პასუხის მოთხოვნა იქცევა წესად"

ბათუმში, 23 იანვარს, ოპოზიციური ფრთის აქციის მონაწილეებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს – ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარეს. ამ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულია ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი პირი. ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი, ნინო მეტრეველი ამ ფაქტთან დაკავშირებით ასეთ კომენტარს აკეთებს:
   ,,კარგია, თუ ვიღაცეები ჩააფიქრა თავიანთ წარსულზე მოღალატე პოლიტიკოსისთვის ამომრჩევლის პასუხის მოთხოვნამ და იგივე პერსპექტივამ შეაშინა… კარგია, თუ ახლა მაინც იფიქრებენ, რომ შეიძლება ხალხმა პასუხი მოსთხოვოთ და ისე, რომ ნაგვის თავზე ჩამოყრა შეიძლება ბაირამობაც იყოს… შეცდომები ყველას გვაქვს და ამაზე დიდად ნუ ინაღვლებთ. ქვეყნის წინაშე მიქარულზეა საუბარი…..
მისმა ამომრჩეველმა მოსთხოვა პასუხი და თუ პასუხის მოთხოვნა წესად იქცევა, კარგი იქნება…. დაფიქრდნენ, ჩაფიქრდნენ და ხალხისთვისაც იმუშაონ და არა მხოლოდ საკუთარი ჯიბეებისთვის.
პ.ს. ტუჩების პრუწვით მაღალი ეთიკის ნორმების გახსენებით გინდათ დიდი ცვლილებები? მეტი არაა ჩემი მტერი!”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close