სიღნაღის ამბებიტურისტული ფურცელი
სიღნაღი, 23 მაისს, ,,სარაჯისტკებს” უმასპინძლებს
ვანო სარაჯიშვილის სახელობის ფესტივალი, გალა კონცერტით დასრულდება

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ვანო სარაჯიშვილის სახელობის ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალი ,,ახალი ხმა – ვანო სარაჯიშვილის სახელობის პრემია” ორ ეტაპად ჩატარდება:
I ეტაპი – საფესტივალო მოსმენა თბილისში, 14 მაისს კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება.
ფესტივალის დასკვნითი – II ეტაპი 23 მაისს ქალაქ სიღნაღში, გალა კონცერტით დასრულდება.
ჟიურის წევრები იქნებიან: თავმჯდომარე – მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე, წევრები – სოპრანო იანო ალიბეგაშვილი და პიანისტი, პროფესორი გიორგი ვაჩნაძე.
ფესტივალის ჟიური სამ საპრიზო ადგილზე გასულ მონაწილეებს გამოავლენს, ესენია: ფესტივალის მთავარი პრიზი – „მომავლის ხმა – ვანო სარაჯიშვილის პრემია“, აუდიტორიის სიმპათია და საუკეთესო კონცერტმაისტერი.
ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია კონსერვატორიის რექტორი, პიანისტი, პროფესორი გიორგი ვაჩნაძე.




