
უბედურ შემთხვევას საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 3 წლის გოგონა ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ მანავში მოხდა.
.
ადგილობრივების ინფორმაციით, ბავშვი მეზობლის ეზოში იმყოფებოდა, როცა ეზოდან გამომავალ ავტომობილთან ახლოს მიირბინა. ავტომობილის კართან შეხების შემდეგ დაეცა და თავის არეში მძიმე ტრავმა მიიღო.
სოფელში ამბობენ, რომ ავტომობილის მძღოლი შვილების სკოლიდან გამოსაყვანად წასვლას აპირებდა. მომხდარი ფაქტის ზუსტი გარემოებების დასადგენად, საქმეში სამართალდამცავი ორგანოები არიან ჩართული.
პრაიმტაიმი




