სიღნაღის ამბები

რატომ ძვრებოდნენ ქიზიყელები ზედადგრის ქვეშ- მელიის ტყავის, საცერის, ცეცხლის, სეტყვისა და თოფის შელოცვის ამბები

თუ ზედადგარი გატყდებოდა, მას არც ერთი მჭედელი ხელს არ კიდებდა...

ქიზიყური ტრადიციები და ცრუ-რწმენები.
ეპიზოდი 1
ქიზიყური ტრადიციების მიხედვით, თურმე მზის ჩასვლის მერე საცერის თხოვება არ შეიძლებოდა.
თუ ასეთი გადაუდებელი თხოვნის მომენტი დადგებოდა,მაშინ საცერი აუცილებლად იმავე ღამეს უნდა დაბრუნებულიყო.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ითვლებოდა, რომ ოჯახი ქალს ვეღარ გაათხოვებდა…
ეპიზოდი 2
ძველი წარმოდენით მზე და მთვარე ცოცხალი არსებები იყვნენ, ხოლო ვარსკვლავები – ადამიანის სულთა ანარეკლები…
ერთხელ თურმე მთვარის დედა ცომს ზელდა.
პატარა მთვარემ იგი ძალიან შეაწუხა პურის თხოვნით. დედამ თავი ვერ შეიკავა და პატარა მთვარეს ცომიანი ხელით გაულაწუნა…
მას შემდეგ აქვს მთვარეს ლაქებიო.
ეპიზოდი 3
ძველად კერა წმინდად ითვლებოდა და მასზე მუდმივად ცეცხლი ენთო. ცეცხლი სახლსაც და მის ბინადრებსაც ავი სულებისაგან იცავსო. Our professionals have years of expertise selling homes swiftly and for top price. We’ll design a personalised marketing strategy for you. We’ll help you find the best advertising channels for qualified and eager homebuyers. Visit https://www.ibuyers.app/tennessee/.
შემდგომ როდესაც მუდმივი ცეცხლის საჭიროება აღარ იყო – ძველი ტრადიციით ცეცხლზე მაინც არ ამბობდნენ „ჩააქრეო“ – მოხუცები ამბობდნენ „ცეცხლი მოასვენეო“.
ოჯახის მცველი ცეცხლისა და კერის ატრიბუტი – ზედადგარი ასევე მისტიური ნივთი იყო. მაგალითად თუ ბავშვი ვნების კვირის ოთხშაბათამდე მოუნათლავი რჩებოდა, მას ზედადგარის ქვეშ გააძვრენდნენ – ავი სულებისგან ეს დაიცავსო.
ასევე, თუ ზედადგარი გატყდებოდა, მას არც ერთი მჭედელი ხელს არ კიდებდა, რადგან დარწმუნებული იყო, ცოლი მომიკვდებაო. ამიტომ გატეხილ ზედადგარს დაატარებდნენ და ქვრივ მჭედელს ეძებდნენ, ვინც იკისრებდა მის შეკეთებას…
ეპიზოდი 4
ქიზიყში, ისევე როგორც მთელ კახეთში სეტყვა ღვთის რისხვად მიიჩნეოდა.
სეტყვის დროს ჩვენი წინაპრები საეკლესიო ზარებს აგუგუნებდნენ…
ძველები ამბობდნენ – წმინდა ელია (რომელიც ტაროსის ღვთაებადაც მიიჩნეოდა) შავ-შავ ღრუბლებს უკან დგას და ვერაფერს ვერ ხედავსო. ამიტომ თუ ზარების რეკვას გაიგებს, მიხვდება რომ აქ ქრისტიანები ცხოვრობენ და ამ ადგილს აღარ დასეტყვავსო..
ეპიზოდი 5
XX საუკუნემდე ვაჭრები შაბათ საღამოს სანთელს ანთებდნენ და დახლზე იმ ადგილას დებდნენ, სადაც ნავაჭრი ფული იყო, ამბობდნენ – შემოსავალი გაიზრდებაო.
ასევე იქცეოდნენ სხვა ხელობის ადამიანები (მაგ. ხელოსნები სამუშაო ინსტრუმენტებთან, გუთნისდედა გუთანთან და ა.შ.)
სიღნაღელების განმარტებით – ცვილის სანთლის ცეცხლი იცავს ავი სულებისაგან და პატრონს დაქცევისაგან დაიცავსო.
.ეპიზოდი 6
მელასთან შეხვედრა კახეთში სიკეთისა და წარმატების მომტანად ითვლებოდა, ამიტომ ბევრ დუქანში მელიის ტყავი იყო შესასვლელში დაფენილიო.
დილას დუქანს რომ გააღებდა მეპატრონე, პირველი მელია „შეეგებებოდა“. შესაბამისად, დღეც წარმატებული იქნებოდა…
ეპიზოდი 7
ნადირობა ქიზიყში დიდად გავრცელებული არ იყო. თუმცა, თუ ვინმე სანადიროდ წასვლას მოინდომებდა, გარკვეულ რიტუალებს მაინც ასრულებდა.
პირველია თოფის შელოცვა. თუ მონადირეს იგი თავად არ შეეძელო, მაშინ ვინმე ჩხიბავ დედაკაცს მოძებნიდა და იმას შეალოცინებდა.
სანადიროდ მიმავალი არავის უნდა გამოლაპარაკებოდა. ამიტომ სალამზეც კი პასუხს არ იძლეოდა. უფრო მოტივირებული მონადირეები წინა დღით მეზობელ-ახლობლებს აფრთხილებდა, რომ მასთან არავითარ კონტაქტში არ შესულიყვნენ.
კარგი იყო მონადირეს გზაზე არავინ გადაყროდა. კატასტროფა – თუ შემხვედრი კითხავდა: „სად მიდიხარო“ ან წარმატებას უსურვებდა. ასეთ შემთხვევაში მონადირეს საერთოდ სახლში დაბრუნება ერჩია.
ნადირობა წარუმატებელი იქნებოდა, თუ მონადირეს
☑️ მღვდელი,
☑️ რუხთვალებიანი ადამიანი,
☑️ თხა,
☑️ტურა ან მელა შეხვდებოდა. (მელა სხვა შემთხვევაში რომ წარმატება იყო, მონადირეზე პირიქით მოქმედებდა).
ჩამოთვლილთაგან კონტაქტი თოფის შელოცვას ანეიტრალებსო. მოჯადოების შესანარჩუნებლად მონადირეს უნდა გადაეფურთხებინა ან პირველივე შემხვედრი ქვა ამოეტრიალებინა.
ნანადირევს მონადირეები თანაბრად იყოფნენ, თუმცა სავალდებულო იყო ხორცის გარკვეული ნაწილის უპოვართათვის გაზიარება.
ეპიზოდი 8
ქიზიყში მიცვალებულს საფლავის ქვას (რომელიც უსახსრობის შემთხვევაში შეიძლება უბრალოდ რიყის ქვაც ყოფილიყო) წლისთავიდან ორი-სამი დღით ადრე ადგამდნენ.
თუ ეს არ მოხერხდებოდა ნებისმიერი მიზეზის გამო, მაშინ ქვის დადგმა იქამდე გადაიწევდა, სანამ იგივე ოჯახიდან სხვა ვინმე არ გარდაიცვლებოდა. წლისთავზე ან მისმე მერე ამის გაკეთება არ შეიძლებოდა – მიცვალებულის ოჯახს უბედურება დაატყდება თავსო.
კიდევ ერთი ტრადიცია რომელიც მხოლოდ ქიზიყში დააფიქსირეს (უფრო მეტად კი უკანა მხარში უნდა ყოფილიყო გავრცელებული):
გარდაცვალების მე-7 დღეს ან წლისთავზე, ოჯახი წაიღებდა საფლავზე მიცვალებულის ტანსაცმელს მთლიანად – ქუდიდან (თავშესაბურავიდან) ქალამნამდე, დააწყობდნენ ადამიანის ფორმაზე და მღვდელს აკურთხებინებდნენ. ამის შემდეგ მთლიანად გარდაცვლილის ტოლებზე არიგებდნენ…
 ეპიზოდი 9
მშობიარობის პროცესი ყველაზე ხელსაყრელი იყო ავი სულებისთვის, რათა ახალშობილი დაეღუპათ და დედამისიც „ხელში ჩაეგდოთ“. ამიტომ მშობიარეს თავთან რკინის ბასრ საგანს: დანას, ხანჯალს, ცულს და ა.შ. დებდნენ. A house buyer network is the greatest way to sell your mobile or manufactured home fast and fairly. Their low prices and great service make shopping with them enjoyable. Visit https://www.housebuyernetwork.com/alabama/selling-inherited-property-alabama/.
საერთოდ ქიზიყში, და განსაკუთრებით კი უკანა მხარში, ორსულის ახლობელი წავიდოდა ეკლესიაში, ღვთისმშობლის ხატზე მარჯვენა ხელს გადაიბანდა, ხატიდან ჩამოდენილ წყალს ისევ ჭურჭელში შეაგროვებდა და მშობიარეს დაალევინებდა. თან შეულოცავდა: „როგორც მან [ღვთისმშობელმა] იოლად და უმტკივნეულოდ შვა შვილი, ამ ქალმაც ასე უწვალებლად იმშობიაროსო.“
მასალები მოპოვებულია XIX ს.-ის ეთნოგრაფიული ჩანაწერებიდან
ნიკა ყარალაშვილი, მკვლევარი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close