ჯანდაცვა

,,კათეტერის შეცვლაზე 20 -ჯერ მაინც უხვლიტა, ეჯაჯგურებოდა პატარა ფეხზე…” _ პაციენტის დედა ექთანს უჩივის

,,როდესაც სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელი, ექთანი, არაადეკვატურად იქცევა და შეურაცხყოფას აყენებს პაციენტის დედას, როგორ უნდა მოიქცე? ვფიქრობ, ვაპატიო? და მერე, მან სხვა, ჩემზე სუსტი დაჩაგროს, ვინც ხმას ვერ ამოიღებს?
როგორ მოვიქცე, მირჩიეთ.
პატარა ბავშვი მყავს საავადმყოფოში და თითო კათეტერის შეცვლაზე 20 -ჯერ მაინც დაჩხვლიტეს, ყოველ დღე ლამის კათეტერს უცვლიან ასეთ პირობებში. ერთ -ერთ ექთანს ვთხოვე, თუ არ მუშაობს კათეტერი, ნუღარ აწვალებ, გამოვუცვალოთ მეთქი, იმიტომ, რომ ეჯაჯგურებოდა ამ პატარა ფეხზე ბავშვს, მერე უხეშად მოკიდა და ვთხოვე, პატარაა, ცოტა ნაზად მოეპყარით-თქო.
დამიწყო ყვრილი, შენ მასწავლი, რა უნდა ვქნაო? დერეფანში გავარდა და ექიმის კაბინეტიდან მესმოდა როგორ ყვიროდა- “ნაბიჭვრები”, ესენიო.. შევუღე კარები და როგორ კადრულობთ მეთქი.. მომვარდა ყვირილით ისევ.. მოკლედ, საოცრად მტკივა გული, რომ ჩვენს ისედაც დაავადებულ ბავშვებთან, ესეთი ადაადეკვატური, უხეში და უზრდელი ადამიანები არიან!
ჩემს შვილს ვეღარ გაუკეთეს კათეტერი, მეო, რადგან იმდენჯერ არის დაჩხვლეტილი, დგილი აღარ არისო!
რა გავაკეთო, ეხლა, ეს თავხედი ექთანი უბრალოდ დავივიწყო?…” წერს ცირა თედიაშვილი ფეისბუქგვერდზე ,,მკურნალი”. 

როგორც შემდგომი კომენტარებიდან გავარკვიეთ, შემთხვევა თბილისში, ხილიანის ქუჩაზე, ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში მოხდა.

საავადმყოფოს მთავარ ექიმს, ჯონი ჯანაშიას ვთხოვთ, დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით.

.

Related Articles

Back to top button
Close