საფრანგეთში დაკავებული საქართველოს 26 მოქალაქიდან ხუთი ე.წ. კანონიერი ქურდია. პირველმა არხმა მათი ვინაობა დაადგინა.

პირველი არხის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან ე.წ. კანონიერი ქურდები: გიორგი ფოლადაშვილი, ნოდარ გამისონია​​ილია ხელაძე, ​რევი დარახველიძე და ნიკოლოზ ნოდია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და პარიზის კრიმინალური პოლიციის ფინანსური პოლიციის თანამშრომლობის შედეგად, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პოლიციის ატაშეს აქტიური ჩართულობით, საფრანგეთში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების 26 წევრი ქურდობის, ნაქურდალი ნივთების შენახვის, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და კრიმინალური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების და ეზოების ჩხრეკისას, დიდი ოდენობით ფული, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ნიღბები, ყალბი დოკუმენტები, ე.წ. „ატმიჩკები“ და მოპარული ავტომანქანები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საქმეს საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიცია და პარიზის ფინანსური პოლიცია იძიებს.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები