პოლიტიკა

“შალელაშვილი ერთადერთი დეპუტატი, რომელიც ხელფასს იღებს და სამსახურში არ დადის”

იუსტიციის მინისტრმა მმართველი გუნდის დეპუტატის, შოთა შალელაშვილის კრიტიკას ბრალდებით უპასუხა. თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ წევრზე განაცხადა, რომ ის საკანონმდებლო ორგანოში არ დადის, თუმცა ხელფასს მაინც იღებს.

“ეს არის 180 პირიან პარლამენტში ერთადერთი დეპუტატი, რომელიც ხელფასს იღებს და სამსახურში არ დადის. კარგია თუ ჩემმა განცხადებამ ის სამსახურში მიიყვანა და მუშაობა დააწყებინა. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ავირჩიოთ და ყველა დეპუტატს მართლაც მისგან განსხვავებით, რომლებიც დღე და ღამე შრომობენ, ვუსურვებ ნაყოფიერ სამუშაოს იმისთვის, რომ საქართველოს მომავალი ომბუდსმენი იყოს პასუხისმგებლიანი და მართლაც ამ პატივსაცემ საკონსტიტუციო ინსტიტუტს ვეღარავინ აკადროს ზედაპირულობა, ტყუილი და მიკერძოება” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close