მსოფლიო

ლუკაშენკო: მე კი არ ვშობე ძალადობა ქუჩებში, არამედ ოპოზიციამ

ბელარუსის პრეზიდენტმა მის მხარდამჭერ მომიტინგეებს მიმართა. მისი სიტყვა ნახევარი საათი გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ლუკაშენკოს თვალზე რამდენჯერმე ცრემლი მოადგა.

აი ძირითადი თეზისები:
?? “მადლობა მინსკელებო, რომ თქვენ 25 წელი მითმენთ პროვინციიდან გადმოსულ ადამიანს.”
?? “მე თქვენ იმისთვის არ დაგიძახეთ რომ დამიცვათ”
?? “ლიტვა, ლატვია, პოლონეთი და სამწუხაროდ მშობლიური უკრაინაც ახალი არჩევნების ჩატარებას გვთხოვენ. თუ მათი კარნახით ვიმოქმედებთ, მაშინ დავიღუპებით, როგორც ერი”
?? “ჩვენ მკაცრ კურსს ვატარებდით, დიახ, ვიღაცეებს ჩემი პოლიტიკა არ მოწონდა, მაგრამ ჩვენ ერთად დავამტკიცეთ ეს ძალაუფლება, როდესაც ახალი კონსტიტუცია მივიღეთ”
?? “თუ თქვენს პრეზიდენტს დაღუპავთ – ეს თქვენი დასასრულის დასაწყისი იქნება”
?? “ბელარუსი დაიღუპება, როგორც სახელმწიფო თუ განმეორებით არჩევნებს დავთანხმდებდით”
?? “მე კი არ ვშობე ძალადობა ქუჩებში, არამედ ოპოზიციამ”
#ლუკაშენკო #ბელარუსი #რევოლუცია

Related Articles

Back to top button
Close