სამართალი და კრიმინალი

დაჯგუფებას, რომლის წევრებიც ბათუმში დააკავეს, 13-ზე მეტ ორგანიზებულ დანაშაულში ედება ბრალი

ზურაბ ბატიაშვილი,  ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი:

_ ვფიქრობ, რომ ბათუმში დაკავებული 9 თურქეთის მოქალაქის საქმეს გრიფი “საიდუმლო” იმიტომ კი არ ადევს, რომ ისინი რომელიმე ტერორისტული ორგანიზაციის წევრები არიან, არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტია გამოსაძიებელი.
ამის თქმის უფლებას იძლევა ის ინფორმაცია, რაზეც უკვე 2 დღეა ღიად და დაუფარავად წერს თურქული მედია.
ამ ინფორმაციების მიხედვით, დაკავებულთა შორისაა ცნობილი თურქი კრიმინალი და დაჯგუფების ლიდერი ბინალი ჯამგოზი (რომელიც 2008 წელს ერთ-ერთი თავდასხმის შემდეგ წელსქვევით მოწყვეტილია). ბათუმში ამ 9 კაცის დაკავების პარალელურად თურქულმა პოლიციამ იზმირში დააკავა ამავე დაჯგუფების კიდევ 40-მდე წევრი. დაჯგუფებას ბრალად ედება მინიმუმ 13 ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობა(მათ შორის, თავდასხმა ერთ-ერთი მერის მოადგილეზე).
დიდი ალბათობით, ქართველ სამართალდამცავებს ინფორმაცია თურქმა კოლეგებმა მიაწოდეს.
ახლა მთავარი გასარკვევი საკითხია, თუ როგორ შეძლო 9 შეიარაღებულმა პირმა (მათ შორის წელსქვევით მოწყვეტილმა ადამიანმა) საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის შეუმჩნევლად გადმოკვეთა (თან იმავე ადგილას, საიდანაც ჩატაევი და მისი რაზმი შემოვიდა თავის დროზე) და ასევე შეუმჩნევლად ცხოვრება შუა ბათუმში მთელი 6 თვის განმავლობაში.

Related Articles

Back to top button
Close