სამართალი და კრიმინალი

„14 წლის გოგომ დაუკითხავად წამოიყვანა დედის მანქანა სახლიდან…“

შემზარავი ტრაგედია ქუთაისში

ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულია არასრულწლოვანი, მე-10 კლასის მოსწავლე.

.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემთხვევა საფიჩხიაზე, ევდოშვილის ქუჩაზე მოხდა, არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტომობილში 4 არასრულწლოვანი იჯდა.

„ორი ბიჭი და ორი გოგო იყვნენ მანქანაში, 14 წლის გოგომ დაუკითხავად წაიყვანა დედის მანქანა სახლიდან. დედა არ იყო სახლში, ბავშვის ბანკეტზე ყოფილა და დაჯდა ეს გოგო საჭესთან, გავიდნენ ქალაქში. ბავშვები მეზობლები და ერთად გაზრდილები არიან.

ჩვენი საყვარელი გიო, ვინც დაიღუპა, ფანჯარაზე მჯდარა საცოდავი, თორემ გადარჩებოდა. ღამის 4 საათზე ხდება ეს დიდი ტრაგედია. ეტყობა საჭე ვერ დაიმორჩილა ამ გოგონამ, დაეჯახა გაჩერებულ მანქანას და ავარიის დროს გადმოვარდა ეს ბავშვი მანქანის ფანჯრიდან, რადგან იჯდა ჩაწეულ ფანჯარაზე… გადაუარა ზემოდან კიდევ იმ მანქანამ. რომ არ გადაევლო მანქანით, შესაძლოა გადარჩენილიყო, იქვე დაიღუპა ბავშვი. სული მტკივა ამ ოჯახის ტრაგედიით. როგორ უნდა გაუძლონ ამ ტკივილს, პატარა და ჰყავს გიოს. არ ვიცი, როგორ გადაიტანს ოჯახი. სხვებს არაფერი სჭირთ, ის მეორე გოგონა, რომელიც მანქანაში იყო, გადაყვანილი ჰყავდათ კლინიკაში. საჭესთან ვინც იჯდა, იმას საერთოდ არაფერი სჭირს. სავარაუდოდ, ვერ გააკონტროლა სიჩქარე. წუხელვე დააკავეს გოგონა, რომელიც საჭესთან იჯდა,” – უყვება ადგილობრივი „კვირის პალიტრას“.

„საშინელი ამბავია მომხდარი. ძალიან კარგი ბიჭი დაიღუპა. თავზარდაცემულები ვართ. გიო ჩვენი უბნელია, ძალიან მტკივა გული. ანგელოზი ბავშვი აღარ არის, კარგ ოჯახში გაზრდილი შვილია, როგორ უნდა ვუთხრა სამძიმარი მის ოჯახს. ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მიმძიმს. მთელი დღეა ვტირი, ავარიის დროს მანქანის ქვეშ მოყვა საუბედუროდ და გარდაიცვალა ჩვენი საყვარელი ბიჭი. მთელი უბანი თავზარდაცემულია”,- ამბობს ადგილობრივი „კვირის პალიტრასთან“.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close