პოლიტიკა

,,ვაპირებთ შეურიგებელ ბრძოლას კორუფციასთან და ნეპოტიზმთან”

„ჩვენი პროგრამის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა დემოკრატია, რომლის ერთ-ერთი ფუნდამენტური ელემენტი იქნება მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა – რომელიც მოიცავს არა მარტო სასამართლო სისტემას, არამედ მთლიანად სამართალდამცავ სისტემას.

საგამოძიებო რეფორმას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ამ რეფორმებში.
პოლიციის დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერების მიზნით, მიგვაჩნია, რომ პოლიციის უშუალო ხელმძღვანელი არ უნდა იყოს პოლიტიკური თანამდებობის პირი. ეს უზრუნველყოფს სისტემაში არსებული რისკების დაზღვევას, რომ პოლიცია პოლიტიკური გავლენებისგან იყოს დაცული.
ვაპირებთ შეურიგებელ ბრძოლას კორუფციასთან და ნეპოტიზმთან. სწორედ ამ მიზნით უნდა შეიქმნას ანტიკორუფციული სააგენტო დამოუკიდებელ ბაზაზე, რომელიც იქნება კორუფციული რისკების დამზღვევი მექანიზმი“.
ნათია მეზვრიშვილი, გიორგი გახარიას გუნდის წევრი, პოლიტიკოსი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close