სამართალი და კრიმინალი

გიგი უგულავას ბრალი 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვაში ედებოდა – სასამართლოს ახალი განაჩენი

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. უგულავას 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მიერ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა შთანთქა დღეს გამოტანილი განაჩენი და შესაბამისად, დღეს გამოტანილი სასჯელი უგულავას მოხდილად ჩაეთვლება.

უგულავას ბრალად ედებოდა თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, უგულავას სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით წარდგენილი ბრალი ამავე კოდექსის 333-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

დანარჩენი ბრალდებულების მიმართ განაჩენს მოსამართლე ამ წუთებში აცხადებს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close