საზოგადოება

,,… მაია ცქიტიშვილის აღშფოთებას ელოდნენ?! მანამდე ჩაეტარებინათ ეს ბრიფინგი”

ირმა ინაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე:

_ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ფარული კადრების გადაღებისა და გავრცელების თემა, რაც ხელჰყოფს ადამიანის პირად სივრცეს, არაა მხოლოდ ერთი კონკრეტული მოქალაქის პრობლემა, რომლის წინააღმდეგ ეს დანაშაული ჩაიდინეს.

ეკა ბესელია საუბრობს არა მარტო მის კერძო პრობლემაზე, არამედ საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის საშიშ მოვლენაზე. ცუდია, რომ ეს მარტივი ჭეშმარიტება არ ესმის ვიცეპრემიერს, ქალბატონ მაია ცქიტიშვილს.

ცუდია, ასევე, რომ პარლამენტის წევრ ქალთა შემადგენლობა გაცილებით აქტიური და სოლიდარული არაა. ამ ვითარებაში ჭკუის სწავლება და მენტორული ტონი არავის სჭირდება. განსაკუთრებით, მამაკაცი პოლიტიკოსები თუ შეინარჩუნებენ ზომიერებას, ერთობ სასარგებლო იქნება მათსავე იმიჯისათვის.

ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ეს სახელმწიფოსთვის სახიფათო დანაშაულია! ყველამ, ამ კონტექსტიდან გამომდინარე, უნდა მოითხოვოს მკაცრი რეაგირება. ორგანიზატორი, დამკვეთი, შემსრულებელი სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს.

P.S. ისე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრიფინგი რომ ჩაატარა, ქალბატონ მაია ცქიტიშვილის აღშფოთებას ელოდნენ?! მანამდე ჩაეტარებინათ ეს ბრიფინგი.მაია

Related Articles

Back to top button
Close