სამართალი და კრიმინალი

რუსთავში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები- მიზეზად საერთო თანხის მითვისება დასახელდა…

რუსთავში მომხდარი საზარელი მკვლელობა- მტკვარმა გარდაცვლილი დავით მუმლაძის სხეული გამორიყა.

მიხეილ ღუბიანური, დიმიტრი მიროტაძე და დიმიტრი ღუბიანური. ეს ის სამართალდამცავები  არიან, რომლებამაც  36 წლის, დავით მუმლაძე მოიტაცეს,  კრიმინალებთან მიახლოვებულ  ჯგუფს გადასცეს და სასიკვდილოდ გაიმეტეს.

როგორც ცნობილია,  რამდენიმე  დღის წინ, რუსთავში, მტკვარმა გარდაცვლილი კაცის სხეული გამორიყა. გარდაცვლილი ნაწამები და დასახიჩრებული იყო, გამოძიებით ირკვევა, რომ მუმლაძეს  პრობლემები ჰქონდა კრიმინალურ სამყაროსთან. დაპირისპირება ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყო, შელაპარაკების  დროს გარდაცვლილს განაჩენი გამოუტანეს, დავით მუმლაძემ ეს იცოდა და მიიმალა, საკუთარი კვალის დასაფარად კი სახელი და გვარი გამოიცვალა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულია 5 პირი, დაკავებულთა შორის 3 სამართალდამცავია, 2 ქალაქ რუსთავის პოლიციის  მოქმედი თანამშრომელი. საქმეში ფიგურირებს გარდაცვლილის მეგობარი,  გიორგი გეთაშვილი, რომელსაც ბრალად ედება ცრუ ჩვენების მიცემა, როგორც ცნობილია,  გიორგი გეთაშვილი დაგეგმილ მკვლელობაში სამართალდამცავებს დაეხმარა, მეგობარი სახლიდან გამოიტყუა და კრიმინალურ დაჯგუფებამდე მიიყვანა.

36 წლის დავით მუმლაძე, ახლობლებისთვის ზურა დადეშელი იყო, როგორც ირკვევა ბოლო პერიოდში ზურა დადეშელმა დასამალად სახელი და გვარი გამოიცვალა, სავარაუდოა ისიც, რომ გარდაცვლილმა იცოდა სამართალდამცავთა და კრიმინალურ ჯგუფს შორის კავშირის შესახებ და ვინაობის დამალვა სწორედ ამ მიზნით გადაწყვიტა. დაპირისპირების  სავარუდო მიზეზად  საერთო თანხის მითვისება დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ დაკავებულმა სამართალდამცავებმა მუმლაძის გატყუებასა და მიყვანაში 12 000 დოლარი აიღეს. ერთ-ერთი დაკავებულის მამამ, ტელეკომპანია ,,მთავართან“ საუბრისას უარყო  მისი შვილის მიმართ წაყენებული ბრალდება, და აღნიშნა, რომ მათ ადვოკატიც არ აუყვანიათ, რადგან დარწმნებულები არიან თავიანთი შვილის უდანაშაულობაში.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები 4 დღე ეძებდნენ დავით მუმლაძეს, ექსპერტიზის თქმით,  სხეულს მიყენებული  აქვს 30 ჭრილობა, მათ შორის ყელის არეშიც. დაზიანებებიდან გამომდინარე ვიგებთ, რომ ის მოკლეს და კვალის დასაფარად მტკვარში გადააგდეს.

დაკავებულ სამართლდამცავებს პროკურატურამ ბრალი უკვე წაუყენა. ამის შესახებ ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკამა ალექსანდრე კობახიძებ განაცხადა. როგორც  სხვა დაკავებულის ადვოკატები ამბობენ, მათი დაცვის ქვეშ მყოფ  სამართალდამცავებს ბრალი დუმძიმეს და ადამიანის უკანონო თავისუფლების აღკვეთის მუხლით დააკავეს. ჯერ უცნობია საქმის ყველა დეტალი. სასამართლო აღკვეთი რონისძძიების შეფარდებაზე მალე მიმსჯელებს.

ელენე მეტრეველი

 

Related Articles

Back to top button
Close