სამართალი და კრიმინალი

ქმარი, რომელიც ორსულ ცოლს სასტიკად გაუსწორდა, დაკავებულია

   შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის 
რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო 
მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ს.ს., ოჯახში ძალადობის 
ბრალდებით, წალკის რაიონის სოფელ არსარვანში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ფიზიკურად გაუსწორდა ორსულ მეუღლეს – 
1991 წელს დაბადებულ ჯ.ს.-ს, რომელიც, მომხდარის შედეგად, მარნეულის 
ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალბატონს ტვინის მსუბუქი შერყევა 
დაუდგინდა. ასევე, დადგინდა, რომ ს.ს.-მ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა 
წარსულშიც რამდენჯერმე მიაყენა.

სამართალდამცველებმა მოძალადე საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 
დააკავეს.

გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის და 
სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-ე 
პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით).

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close