პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი მზად არის, უკრაინის მთავრობას სათავეში ჩაუდგეს

დღეს, უკრაინის რადას წინ შეკრებილ მიტინგზე გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის უკრაინის ახალ მთავრობას სათავეში ჩაუდგეს.

“უკრაინას აუცილებლად სჭირდება ახალი ხელისუფლება, ახალი მთავრობა. ჩვენ ერთად უნდა ჩამოვაყალიბოთ იგი, ჩვენ უნდა ვიპოვოთ ახალი ხალხი, უკრაინის ახალი მთავრობისთვის, რომ მათ არ თქვან – “ჩვენ თუ არა, მაშ ვინ? არის ბევრი ადამიანი, ნიჭიერი ადამიანი, მშრომელი, ნორმალური, პატრიოტი უკრაინელი. მოდით, ვიმუშაოთ ამ მთავრობის შესაქმნელად. მე მზად ვარ, თქვენთან ერთად სათავეში ჩავუდგე ამ პროცესს, მე მზად ვარ სათავეში ჩავუდგე ამ მთავრობას, თუ ეს საჭირო გახდება,” – აცხადებს სააკაშვილი.

მან განაცხადა, რომ პრეზიდენტ პოროშენკოს არ სჯერა უკრაინის მომავლის.

სააკაშვილმა უკრაინიდან ქართველების დეპორტაციის საკითხზეც ისაუბრა და ეს პროცესი 21-ე საუკუნის დასაწყისში, პუტინის ხელისუფლების მიერ რუსეთიდან ქართველთა მასობრივ გამოყრას შეადარა.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close