პოლიტიკა

წერილი, რომელიც ამერიკიდან პრემიერ-მინისტრს გამოუგზავნეს

შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრი მარკუეინ მალინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს.

“როგორც კონგრესმენი, გწერთ ჩემი მზარდი შეშფოთების გამო, რომელიც საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებიდან გადახვევასა და აქედან გამომდინარე, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას ეხება.

აღვნიშნავ, რომ ვეურთდები ჩემი კონგრესმენი კოლეგების საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარებიის, ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის 13 დეკემბრის წერილს, სადაც ისინი დაპირებული საარჩევნო რეფორმის ჩაგდებასა და ამასთან დაკავშირებული საპროტესტო მოძრაობის წინააღმდეგ გამოყენებულ ძალადობაზე წუხილსა და შეშფოთებას გამოთქვამდნენ.

მიუხედავად იმ პროგრესისა, რომელსაც საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან მიაღწია, ბოლო წლებში გამოვლინდა გარკვეული უარყოფითი ტენდენციები დემოკრატიული და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში.

შედეგად შემცირებულია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ამერიკული და ევროპული ბიზნესინტერესები შევიწროებისა და ექსპროპრიაციის ქვეშ აღმოჩდნენ.

ამას გარდა, ცოტა ხნის წინ, ამერიკული სოციალური მედიის კომპანია Facebook-მა განაცხადა, რომ “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული ათეულობით ანგარიში დახურა, რომლებიც შემჩნეულნი იყვნენ კოორდინირებულ, არაავთენტურ ქცევაში. ეს ანგარიშები ცდილობდნენ ჩაეხშოთ ოპოზიციური შეხედულებები საქართველოში და ავრცლებდნენ ანტიდასავლურ განწყობებს, მეტწილად, შეერთებული შტატების საწინააღმდეგოდ.

პირველად, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, თქვენი ქვეყანა აშშ-ის მიერ გამოყოფილი დახმარებების განხილვისას უარყოფით შუქზე და სიფრთხილით განიხილებოდა.

ყოველივე ამ უარყოფითი ტენდენციიდან, რაც მე წერილში აღვწერე, გაიზარდა შეშფოთებები და მოწოდებები სანქციებისა და სადამსჯელო ღონისძიებების შესახებ.

მე რეფორმების შესახებ მოწოდებას ვუერთდები და წლის დასაწყისში წარმომადგენელთა პალატაში წარვადგინე საქართველოში პატიოსანი ბიზნეს-პრაქტიკის სანქციების აქტი.

ვიმედოვნებ, საქართველო გააგრძელებს ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას კიდევ მრავალი წელი. ასევე, მოველი, რომ მთავრობა შეწყვეტს აგრესიულ ქმედებებს ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ.

იმედი მაქვს იმოქმედებთ იმ შეშფოთებებთან დაკავშირებით, რომელიც დემოკრატიის საფრთხესა და ეკონომიკურ კეთილდღეობას ეხება, რომელსაც ასე ძლიერ იმსახურებს ქართველი ხალხი”, – წერს კონგრესმენი.

წყარო: ghn.ge

 

Related Articles

Back to top button
Close