პოლიტიკა

“ამ ჯინიან ახალგაზრდას, კონსტიტუციის მნიშვნელობა თავიდან ბოლომდე არ ესმის და უვიცია”

ამ ჯინიან ახალგაზრდას, რომელსაც სპიკერის პოზიცია უჭირავს,  კონსტიტუციის მნიშვნელობა თავიდან ბოლომდე არ ესმის და უვიცია, – ამის შესახებ ” ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა რურუამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მიმდინარე კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის ისტორია არ იცის და ვერ ხვდება, რომ კონსტიტუცია ერთი პარტიის წესდება არ არის.

„კონსტუციასთან დაკავშირებით ერთადერთი გამოსავალი პარლამენტში საკონსტიტუციო პროექტის განხილვის შეჩერება და საკონსტიტუციო პროცესის თავიდან დაწყებაა. კომპრომისი ოპოზიციამ კი არ უნდა შესთავაზოს, არამედ კომპრომისი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომელმაც ოლიგარქიული, ყოვლად უვარგისი კონსტიტუციის მოდელი სცადა მოეხვია საზოგადოებისთვის თავზე. საზოგადოებამ ეს არც მიიღო და არც მიიღებს. კომპრომისი ამ წუთას არის ერთი რამ – მთელი პროცესი დაიწყოს თავიდან. თუ იქნება ნება და მიხვდება ივანიშვილი, რომ ამ კონსტიტუციას არ ექნება ლეგიტიმაცია, რადგან ეს არის ერთი პარტიის მიერ ხელების გრეხვით შექმნილი და მიღებული, ყველაფრის დაწყება შეიძლება თავიდან.  მთავარი არის ნება, რომელიც არ ეტყობა ამ ჯინიან ახალგაზრდას, რომელსაც უჭირავს სპიკერის პოზიცია. მას თავიდან ბოლომდე არ ესმის კონსტიტუციის მნიშვნელობა. ის არის უვიცი, არ იცის კონსტიტუციის ისტორია და ვერ ხვდება, რომ კონსტიტუცია არ არის ერთი პარტიის წესდება”,- განაცხადა რურუამ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close