გამოცემა Al-Masdarnews-ის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის დედაქალაქ დამასკოს აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია დაბომბა. აეროპორტთან ახლოს ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა.

გავრცელებული ცნობით, ისრაელის თვითმფრინავმა ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ საწყობზე მიიტანა იერიში.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროში საჰაერო დარტყმაზე ინფორმაციას არ ადასტურებენ. სირიის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ დაბომბვის შემდეგ, სირიელმა სამხედროებმა სასაზღვრო ზონაში ისრაელის უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

 

კომენტარები
Загрузка...