პოლიტიკა

“ეს ”თბილისობა” არ არის, უფრო მეზობელი რაიონობაა…”

პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში თბილისობასთან დაკავშირებით წერს:

“რა არის თბილისობა?
-გრანდიოზული შაბათ-კვირის საშემოდგომო სასოფლო-სამეურნეო ბაზრობა? მოსავლის დღე? კარგია, თუ ესაა, მაგრამ ეს ”თბილისობა” არ არის. უფრო მეზობელი რაიონობაა, საიდანაც გლეხებს შემოაქვთ საქონელი და ჰყიდიან ქალაქში.

-ქუჩის მუსიკის ფესტივალი? რაღაც არა ჰგავს. უფრო საყიდლებზე თუ სასეირნოდ გამოსული ხალხისთვის მუსიკალური ფონის შექმნაა აქა-იქ გამართული ცეკვა-თამაშით.

-იქნებ ქართული სუფრის, კულინარიის დემონსტრირებაა? არა, არა! სუფრა ამ ზეიმის ყველაზე ცუდი ნაწილია. მწვადის სუნი და ხის უშნო, დროებითი დახლები. სისუფთავე კიდევ ცალკე თემაა.

მაშინ რა არის?
ყველაფერი ერთად და ასევე სურვილი, გიხაროდეს ქალაქის დიდ მასაში და ამ ხალხმრავლობაში გქონდეს ერთიანობის თანაგანცდა, რომელიც ”ჩვეულებრივ დღეებში” არ არის.
კიდევ, რაღაცის მოლოდინია, რომელიც არასდროს მართლდება, ბრუნდები გაწბილებული და ამ მოლოდინის იმედით ხელმეორედ და ხელმესამედ გადიხარ ქუჩაში.
ტრანსფორმაცია? არა მგონია. ყველა სიახლე ”მიზნობრივ ჯგუფზე” ორიენტირებული იქნება. ერთადერთი, რაც შეიძლება, მისი გაკულტურებაა. ჰო და ვისაც ეზეიმება, იზეიმოს. იქნებ არიან ასეთებიც და ვერ ვამჩნევთ?”, – წერს რომან გოცირიძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close