პოლიტიკა

“დავით ნარმანია ჩუმად ბევრ საქმეს აკეთებდა”

დავით ნარმანია ჩუმად და ბევრ საქმეს აკეთებდა და მან არაერთი კრიტიკის ქარცეცხლს გაუძლო, ხშირად დაუმსახურებელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა თბილისის მერს დავით ნარმანიას მადლობა გადაუხადა.

„დავით ნარმანიას არაერთი ძალიან კარგი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ქალაქისთვის. დავით ნარმანია ჩუმად და ბევრ საქმეს აკეთებდა და მან არაერთი კრიტიკის ქარცეცხლს გაუძლო, ხშირად დაუმსახურებელს და მინდა, რომ მას დიდი მადლობა გადავუხადო და ასევე წარმატება ვუსურვო. ის ჩვენი გუნდის წევრია და მინდა მას მომავალ საქმიანობაში წარმატება ვუსურვო“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close