საზოგადოება

დავით ნარმანია მეუღლესთან ერთად „ხილის ფესტივალს“ დაესწრო

თბილისის მერი დავით ნარმანია მეუღლესთან ერთად, თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, „ხილის ფესტივალს“ დაესწრო. ტრადიციული ფესტივალი სიონის ქუჩაზე იმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას სხვადასხვა კომპანიები იღებენ, რომლებიც ხილისგან დამზადებულ პროდუქციას წარმოადგენენ. „ხილის ფესტივალზე“ მოსულ სტუმრებს საშუალება აქვთ ხილისგან დამზადებული სასმელები, მურაბები და ტკბილეული დააგემოვნონ.
თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში 8 ოქტომბერსაც მოეწყობა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, საბავშვო გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, კულინარიული გამოფენა-გაყიდვები, სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები. დღის ბოლოს კი, ლეღვთახევში, „თბილისის საპატიო მოქალაქეების“ დაჯილდოება და საზეიმო კონცერტი გაიმართება.

.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close