პოლიტიკა

კალაძის ინტერვიუ რუსულ ტელეკომპანია “დოჟდთან”

არასდროს დამიმალავს, ყოველთვის ბევრს ვმუშაობდი საკუთარ თავზე, რადგან კარგად ვიცი შრომის ფასი, რომლის გარეშე შეუძლებელია მიაღწიო წარმატებას ცხოვრებაში,- ამის შესახებ კახა კალაძემ ტელეკომპანია „დოჟდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

თბილისის მერობის გამარჯვებულმა კანდიდატმა დედაქალაქის განვითარებასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ჟურნალისტის მიერ სხვადასხვა თემაზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

„ვფიქრობ, მუდმივად უნდა ისწრაფოდე განვითარებისკენ და ფიქრობდე მომავალზე. მე ბუნებით მაქსიმალისტი ვარ, ვცდილობ, გავაკეთო მაქსიმუმი ჩემი ქალაქისთვის და ჩემი ქვეყნისთვის.

როდესაც ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ, მაშინაც არ გავჩერებულვარ, ვფიქრობდი წინ წავსულიყავი და მეორედ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა. მებრძოლი ბუნება მაქვს, ასე გავიზარდე და ეს ჩემი მშობლების დამსახურებაა”,-განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ „დოჟდს“ ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელიც ტელეკომპანიის ეთერში 30 ოქტომბერს გადაიცემა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close