საზოგადოება

,,2019 წელს ოცნებამ ჩააგდო ეს კანონპროექტი, ზუსტად ასეთივე შინაარსის, რომლის შესახებაც ახლა ღარიბაშვილი საუბრობს”

,,მახსოვს, კენჭისყრის წინ კობახიძემ სიტყვა მოითხოვა და უმრავლესობას მოუწოდა, კანონპროექტი ჩაეგდოთ. ძალიან მონდომებული იყო ეს კანონპროექტი არ გასულიყო..."

2019 წელს ოცნებამ ჩააგდო ეს კანონპროექტი(ონლაინ კაზინოებზე). ზუსტად ასეთივე შინაარსის, რომლის შესახებაც ახლა ღარიბაშვილი საუბრობს.
არადა რამდენი დრო დაიკარგა.
მახსოვს. კენჭისყრის წინ კობახიძემ სიტყვა მოითხოვა და უმრავლესობას მოუწოდა კანონპროექტი ჩაეგდოთ. ძალიან მონდომებული იყო ეს კანონპროექტი არ გასულიყო. რა ტყუილად დაიკარგა ეს დრო. რამდენი ადამიანი გაუბედურდა ამ პერიოდის განმავლობაში. არასდროს მავიწყდება “პირველი არხის” ოპერატორი სანდრო, რომელიც ცხვარიჭამიაში გარდაცვლილი იპოვეს. ვინ იცის ახლა ცოცხალი იქნებოდა. დემაგოგია არაა ეს. ფაქტია.
ცხადია, ძალიან გამიხარდება თუ ჰაერში არ დარჩება ეს საკითხი და კანონად იქცევა. თუ დაჩქარებული წესით მიიღებენ მხოლოდ 2 დღე დასჭირდება ამ კანონპროექტის კანონად ქცევას. და როცა ეს კანონპროექტი გავა, კობახიძეს ერთ საინტერესო შინაარსის SMS გავუგზავნი.
ლევან გოგიჩაიშვილი, პარლამენტის ყოფილი წევრი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close