სამართალი და კრიმინალი
16 წლის მოზარდი ბუნებრივი აირით გაიგუდა

გურჯაანის რაიონში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 16 წლის გოგო გაიგუდა.
imedinews-ის ცნობით, ის სოფელ კარდენახში ბებიასთან იმყოფებოდა, როცა აბაზანაში, სავარაუდოდ, დამონტაჟებულმა გაზის გამათბობელმა გაჟონა.
მე-10 კლასელი გოგო , რომელიც ადგილზე გარდაიცვალა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სოფელ კოლაგში უკვე გადაასვენეს.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.



![Photo of მაჩალიკაშვილები ზუგდიდში – საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერები გროვდება [ვიდეო]](https://euronews.ge/wp-content/uploads/2019/08/machalikashvili.jpg)