საზოგადოება

თემურ შაშიაშვილი: „მივმართავ ბატონ კოკა ყანდიაშვილს!“

„თეთრების“ ლიდერი თავისი გუბერნატორობის პერიოდს იხსენებს, როცა ე.წ. რეფორმატორების ჯგუფი უპირისპირდებოდა. ის ჟურნალისტ  კოკა ყანდიაშვილს მიმართავს.

„მივმართავ კოკა ყანდიაშვილს, დღეს ბიძინა ივანიშვილის გუნდში რომ  არის შეფერებული: თქვენ არ იყავით, ჩემი გუბერნატორობის დროს ქუთაისში რომ ჩამოხვედით და მთხოვეთ, სააკაშვილს და ჟვანიას შეურიგდითო?! დიდხანს ვისაუბრეთ კაბინეტშო,  მაშინ მთლიანად მათ მხარეს იყავით და მათ სიმართლეში მარწმუნებდით  და დღეს რატომ აღელდით, როცა რუსეთის აგენტი გიწოდეს?!  თქვენ ძალიან კარგი პროფესიონალი ხართ, მაგრამ შევარდნაძის კარის ჟრნალისტი იყავით და დღეს ივანიშვილის კარის ჟურნალისტი გახდით! გეწყინებათ , რასაც გეუბნებით,მაგრამ ამას გულისწყვეტით ვამბობ!“  – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

„თეთრების“ პრეს-ცენტრი

1.08.2019წ

Related Articles

Back to top button
Close