პოლიტიკა

,,ონლაინკაზინოებს უკავშირდება ნარკომანია და ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობა”

ხელისუფლებამ კაზინოების წინააღმდეგ მორიგი დარტყმა განახორციელა, დაველოდოთ შედეგს...

ინლაინკაინოებს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაარტყა. კარგად გვახსოვს, მსგავსი გამოწვევა ოცნების ექპრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ, რომელიც მხოლოდ გამოწვევად დარჩა და ვერ შესრულდა. ამჯერად, კაცინოების წინააღმდეგ დარტყმა კვირიკაშვილის მემკვიდრემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განახორციელა და განაცხადა, რომ ონლაინკაზინოები დამღუპველია. ვნახოთ, ხელისუფლების მიერ ამჯერად ნასროლი ისარი მაინც თუ მოხვდება მიზანს და დაპირება, კვლავ დაპირებად და ფაფხურად არ დარჩება.
    საკმაოდ ლიბერალური გახდა კანონმდებლობა ნარკომანიის მიმართულებით და ჩვენი ახალგაზრდები, ნაცვლად იმისა, რომ დაკავდნენ სპორტით, ისწავლონ, იმუშაონ, დაკავებული არიან მავნე ნივთიერებების მოხმარებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, უნდა გამკაცრდეს ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც და აღნიშნულ საკითხს ის პირადად გააკონტროლებს.
„ონლაინკაზინოებს უკავშირდება ნარკომანია და ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობა ამ მეტად დამღუპველ მოძრაობაში. საკმაოდ ლიბერალური გახდა კანონმდებლობა ნარკომანიის მიმართულებით და ჩვენი ახალგაზრდები, ნაცვლად იმისა, რომ დაკავდნენ სპორტით, ისწავლონ, იმუშაონ, დაკავებული არიან მავნე ნივთიერებების მოხმარებით. ამიტომ უნდა გამკაცრდეს, მათ შორის, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც. ამის თაობაზე გვექნება საუბარი მთავრობის სხდომაზე და მე პირადად გავაკონტროლებ აღსრულების პროცესს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close