საზოგადოება

,,ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის დასუფთავების თანამშრომლები, დასაბუთების გარეშე, გაათავისუფლეს სამსახურიდან”

გიორგი გუგავა, ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი:

_ ახლა დამიკავშირდნენ ლარსის საბაჟო – გამშვები პუნქტის დასუფთავების თანამშრომლები, რომლებიც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაათავისუფლეს სამსახურიდან და როგორც მილიონობით მოქალაქე გაწირეს უმუშევრობისა და შიმშილისათვის.
ჯერ ერთი, სახელმწიფოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს თანამშრომლების გათავისუფლება დაუშვებელია;
მეორე, ეს ადამიანები სახელმწიფო საზღვარზე კორონა პანდემიის პირობებში, საკუთარი სიცოცხლისა და ჟანმრთელობის რისკის ფასად ახორციელებნენ სანიტარულ-სადენზიფექციო სამუშაოებს. ემსახურებოდნენ შემომსვლელ და გამსვლელებს.
და მესამეც, ვერანაირი ვირუსი ვერ მოუტანს ადამიანებს ისეთ ვნებას, როგორც ასეთი უსულგულო ჩინოვნიკების უზნეო ქმედებები.

Related Articles

Back to top button
Close