საზოგადოება

,,როცა იცი, ექთანს აცრა რომ არ გაეკეთებინა ცოცხალი იქნებოდა, აუცრელობით სხვების შეშინება არ გამოგივათ”

უმძიმესი მდგომარეობაა ვაქცინაციასთან დაკავშირებით.
არ ვლაპარაკობ იმ უიმედო ნაწილზე, დაჩიპვის ვისაც ეშინია.
საუბარი მაქვს ხალხზე, რომელსაც უნდა აცრა და ეხლა შეშიმენულია და არც თუ უსაფუძვლოდ.
ანაფილაქსიური შოკი რომ ნებისმიერ წამალზე, საკვებზე, მწერის ნაკბენზე შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ სიტუაციაში და ამისგან დაზღვეული არავინ არ არის, ეს ყველამ გაიგო.
ასევე ყველამ გაიგო ის, რომ მსოფლიოში სულ 40 ანალოგიური გართულება დასტურდება და არც ერთი მათგანი ლეტალურად არ დასრულებულა.
და ამ ყველას დღეს აინტერესებს პასუხი შეკითხვაზე – რა მოხდა 27 წლის ახალგაზრდა ექთნის შემთხვევაში და რისი ან ვისი ბრალია ასეთი დასასრული?!
ვკითხულობთ, რომ მას არ გაუკეთდა ადრენალინი, რასაც ამ შემთხვევებში აკეთებენ ხოლმე. არა თუ აკეთებენ, მე პირადად ვიცნობ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ალერგიის გამო ჩანთიოთ დააქვთ შპრიცით წამალი, რომ ამ მწერის ნაკბენის, ან რომელიმე პროდუქტის მიღების შემთხვევაში ამ შოკის განვითარებისას გაიკეთონ.
არის თუ არა სიმართლე რომ დაღუპულს არ გაუკეთდა ადრენალინი?
თუ ეს სიმართლეა, რა მიზეზით არ გაუკეთდა – კლინიკაში ეს პრეპარატი არ იყო თუ უბრალოდ არ იცოდნენ რომ ეს კეთდება ასეთ შემთხვევებში?
არის თუ არა სიმართლე რომ ფორმა 100 დროულად არ იქნა მიწოდებული თბილისში?
როგორ მოხდა რომ კლინიკაში, ამდენი ექიმის მეთვალყურეობის პირობებში, ვერ მოხერხდა ადამიანის გადარჩენა, მაშინ როცა ამას ადამიანი ქუჩაშიც კი ახერხებს, თუ თან აქვს ადრენალინი?
ეს და კიდევ უამრავი კითხვაა პასუხგაუცემელი ძვირფასო მუშკეტერებო და ჯანდაცვის მინისტრო! და ნაცვლად ხალხის შეშინების – თუ არ აიცრით, სიკვდილიანობა მოიმატებსო, კეთილი ინებეთ და ახსენით რა მოხდა! ახსენით ისე რომ ოდნავ გონიერმა ადამიანმა ლოგიკა დაინახოს თქვენს ახსნაში! იმ დროს, როცა იცი, რომ ამ ექთანს აცრა რომ არ გაეკეთებინა, ცოცხალი იქნებოდა, აუცრელობით სხვების სიკვდილით შეშინება რომ არ იმუშავებს, ამას ვერ ხვდებით?!
გააგებინეთ ხალხს, რისი და ვისი ბრალია რაც მოხდა – ვაქცინის, ექიმების, გაუნართავი სამედიცინო სისტემის თუ რისი და მერე დაარწმუნეთ ყველა, რომ ამ მიზეზს აღმოფხვრით! სხვანაირად დღევანდელ სურათს ვერ შეცვლით და შეშიმენული ხალხი აცრაზე იტყვის უარს! ის ხალხი, რომელიც აპირებდა აცრას, ისინი იტყვიან უარს და ამაზე პასუხისმგებელი ხართ თქვენ! არა ვაქცინა, არა ხალხის გაუნათლებლობა, არამედ თქვენ! არა ემის რომ ღმა სამედიცინო ცოდან არა აქვს და არც მოეთხოვება, ეს არ ნიშნავს რომ ის გაუნათლებელია – ეს ცოდნა მოგეთხოვებათ თქვენ – ამ სფეროს განმგებლებს და ნუკი გვაშინებთ, კონკრეტულად გვიპასუხეთ – რა მოხდა და რა უნდა გასწორდეს რომ ეს აღარ განმეორდეს! ისე გვიპასუხეთ რომ დაგიჯეროთ!
გელოდებით!
ირინა სარიშვილი, პოლიტიკოსი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close