საზოგადოება

გამოსახლებები გრძელდება! _ ომის ვეტერანს სახლიდან აგდებენ…

,,წულუკიანის უწყება 8 აგვისტოს ომის ვეტერანს სახლიდან ასახლებს. მოვალე მაია კაკიაშვილი 2008 წლის ომის მონაწილე ვეტერანია, ის სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული და 3 შვილთან ერთად ცხოვრობს, რომელთაგან 2 არასრულწლოვანია.

გთხოვთ, მობრძანდეთ და ერთად შევაჩეროთ კიდევ ერთი ქართული ოჯახის გაუბედურება!” _  წერს ფეისბუქჯგუფი თავისუფალი საქართველო სოციალურ ქსელში.

რამდენიმე დღის წინ მეცნიერებათ დოქტორისა და ხელოვნებათმცოდნე მარინა ხატიაშვილს ასახლებდნენ, რა დროსაც სისხლის სამართლის საქმე აღძრეს იმ პირებზე, რომლებიც ამ გამოსახლებას ხელს უშლიდნენ, მათ შორის იყო უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილიც. ეს ფაქტები მახსენებენ წინა ხელისუფლების პერიოდს, როდესაც თითქმის ყოველდღე, გამოსახლებული ოჯახების ცოდვით მთელი საქართველო ტიროდა. რა ხდება, იგივე პერიოდი დაგვიბრუნეს? ხალხს სახლებიდან ძველებურად რატომ ერეკებიან? სად არის სახელმწიფო? სად არის დაპირებები, რომ საქართველო გაბრწყინდებოდა?!

Related Articles

Back to top button
Close