საზოგადოება

,,ყვარელში მკვლელი დადის!_ წუხელ, ღამის 11 საათზე თოფით ნამდვილი ომი გაუმართა…””

თამაზ ელიზბარაშვილი, ძაღლების თავშესაფრის მეპატრონე:

_ ყვარელში მკვლელი დადის . წუხელ, ღამის 11 საათზე თოფით შუა ქალაქში ნამდვილი ომი გაუმართა ქუჩის მიკედლებულ ძაღლებს . რამდენიმე დაჭრილი ძაღლი გაიქცა , მაგრამ ამ საბრალოს გულში მოხვდა ტყვია და გაქცევა ვერ მოახერხა . იქვე დაეცა . მკვლელმა დარწმუნდა რა , რომ ძაღლი მკვდარი იყო იქვე ნაგვის ურნაში ჩააგდო .
დღეს 1 თებერვალს დილით ეკლესიაში მიმავალ ქალბატონ მაია ზაუტაშვილს ნაგვის ურნიდან უცნაური ხმა შემოესმა , თითქოს ვიღაცა შველას ითხოვდა . მივიდა და საშინელი სანახაობის შემსწრე გახდა . ამოიყვანა ძაღლი ურნიდან . გამოიძახა პოლიცია. შემდეგ კი ცხოველთა დამცველებთან ერთად ტაქსით ჩვენთან გამოაგზავნა სიკვდილის პირას მისული ძაღლი.
ყვარელის პოლიციამ დაიწყო გამოძიება, მაგრამ აქვს კი ღირსება შერჩენილი დღევანდელ პოლიციას ?
პოლიციას , რომელსაც ნებისმიერი მაღალჩინოსნის ნათესავს შეუძლია ფორმა გახადოს და სულში ჩააფურთხოს.

Related Articles

Back to top button
Close