საზოგადოება

“ოქიტაშვილმა მოიგონა, რომ ჩემი მეუღლე დაემუქრა ყელის გამოჭრით” _ რა მოხდა ეთერს მიღმა

ეკა წამალშვილი სოციალურ ქსელში “იბერიაზე” მომხდარი ინციდენტის გაგრძელებაზე წერს.

“ამ ფსკერის ფსკერმა ოქიტაშვილმა ახლა მოიგონა, რომ ჩემი მეუღლე დაემუქრა ყელის გამოჭრით)) OMG ))

ჩემი მეუღლე მელოდებოდა გარეთ და გამოჩნდა მაშინ, როცა ეთერის გაწყვეტის შემდეგ სტუდიიდან გამოსვლისას, სტუდიის გარეთ, ოქიტაშვილი აგრძელებდა ჩემს სიტყვიერ შეურაცხყოფას და მომმართავდა უცენზურო სიტყვებით, ხოლო ხათუნა ხაფურია დამყვებოდა მანიაკის სახით და კიდევ აპირებდა თმაში წვდომას. ამ დროს შეიტყო ჩემმა მეუღლემ, რომ მოხდა ჩემზე თავადსხმა, ის იყო ცოტა აღელვებული და მიმართავდა ოქიტაშვილს: გოგოზე ხელი როგორ აწიე შე არაკაცოო.. ხათუნა ხოფერიასთვის არაფერი უთქვამს. .ჩემი მეუღლე არავის დამუქრებია ყელის გამოჭრით. აღლევებული გამოელაპარაკა ჭუჭყს – ოქიტაშვილს. ამ უბინძურესი არსების შიზოფრენიული ბრალდებები უკვე ყველა ზღვარს გაცდა, ინციდენტს ყავს თვითმხილველები. დილის კომენტარში დამაბრალა, თითქოს მე ვეძახე მას მკლელი, რაც თავად ქნა ღია ეთერში , ის დამაბრალა მე. შუადღის კომენტარში დამემუქრა სახეში სხვა ნივთიერების შესხმით, ახლა გამოიგონა, რომ ჩემი მეუღლე ყელის გამოჭრით დაემუქრა)

მადლობა ჩემს მუღლეს გუშინ გამოჩენილი დიიიდი მოთმინებისთვის. მე ვიყავი ძალიან მშვიდი , როცა დამესხენ თავს, ამის უპასუხოდ დატოვება შემეძლო და შემიძლია, როცა სხვას, თანაც ჩემს ძვირფას ადამიანს დაესხმებინა თავს, იქ პროპორციული პასუხის არგაცემა გამიჭირდება.”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close